Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს საგარეო უწყება სოხუმში პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ივნ.'11 / 18:48

რუსეთის მცდელობა, რომ აფხაზეთის "საოკუპაციო რეჟიმს შეუქმნას ლეგიტიმურობის ილუზია“, კრახისთვის არის განწირული, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს პუტინის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან სერგეი ბაღაფშის დაკრძალვასთან დაკავშირებით სოხუმში ჩასვლისას გააკეთა.

2 ივნისს პუტინმა სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრს სერგეი შამბას განუცხადა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს „ თქვენს საერთაშორისო ურთიერთობებს ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის ყველაზე ახლო მეზობლებთან“. "დრო ყველა იარას მოაშუშებს. იმედი მაქვს, რომ აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ყველა ურთიერთობა დამყარდება,“– განაცხადა მან.

"მხოლოდ რუსეთისათვის არსებულ ე.წ "ახალ რეალობაში" კი, აფხაზეთს ორი უახლოესი მეზობელი ჰყავს - თავად რუსეთი და საქართველო,“– ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში, "კრემლი დაჟინებით ცდილობს მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შეუქმნას ლეგიტიმურობის ილუზია და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტად დაამკვიდროს ეთნიკური წმენდა, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების სამხედრო ოკუპაცია და არსებული საზღვრების ძალადობრივი გზით ცვლილება“.

"ვლადიმერ პუტინს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა ეს მცდელობა კრახისთვის არის განწირული,“– აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს: "არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით შექმნილ და ეთნიკური წმენდის შედეგებზე დაფუძნებულ რუსეთისათვის სასურველ ე.წ. "ახალ რეალობას".

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინი 2 ივნისს სოხუმში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის "დარღვევით" ჩავიდა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
3