სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განუცხადა „ინტერფაქსს“, რომ მან შესაძლოა კენჭი იყაროს 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.
"არ გამოვრიცხავ, რომ მონაწილეობას მივიღებ აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში,“ – განაცხადა შამბამ.
მეორე პოტენციური კანდიდატი სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბია, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს განცხადებას კენჭისყრის თაობაზე, რაც ოფიციალურად დაიწყება კანდიდატების რეგისტრაცია ივნისში.
"ამ პოსტზე ჩემი და ანქვაბის პრეტენდენტობის შესაძლებლობა არსებობს. თუ ჩვენ ორივე წავალთ არჩევნებზე, შეიძლება იმის გარანტირება, რომ თითოეული ჩვენგანი აღიარებს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს და ეს არჩევნები მეგობრული იქნება,“ – განუცხადა შამბამ "ინტერფაქსს“.