Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივნ.'11 / 18:56


CMD Ingenieros მიერ დაპროექტებული პარლამენტის ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც მმართველი პარტიის დეპუტატის ინფორმაციით, 57 მლნ ლარი ჯდება.

დეპუტატებმა დღეს 106 ხმით 1–ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცეს ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქიდან ქუთაისში სრულად გადატანას ითვალისწინებს მომდევნო პარლამენტის არჩევის შემდეგ.

2009 წელს მიღებული კონსტიტუციური შესწორების თანახმად,  გათვალისწინებული იყო 2012 წლიდან ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომების გადატანა, ხოლო სხვა საქმიანობა, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, კვლავინდებურად თბილისში უნდა დარჩენილიყო. თუმცა მაისში მთავრობა ქუთაისში პარლამენტის მთლიანად გადატანის ინიციატივით გამოვიდა.

"საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში განთავსება ხელს შეუწყობს ასევე იმას, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან კონსტიტუციურ–სამართლებრივ და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და ხელს შეუწყობს ხელისუფლების  შტოების დაბალანსებას, პარლამენტის როლის გაზრდას, კანონის პატივისცემის განმტკიცებას და გარდა ამისა, ეს დაკავშირებული იქნება მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან,“– განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ.

ეს ინიციატივა ერთი თვის განმავლობაში ორ სხდომაზე იქნა განხილული საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიაში, რომელშიც მმართველი პარტიის დეპუტატის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით არანაირი წერილობითი შენიშვნა არ შესულა.

თუმცა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ოპოზიციიდან, რომლებიც კომისიაში უმრავლესობას შეადგენდნენ, მწვავედ გააკრიტიკეს ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეა, მათ შორის იმ დამატებითი ხარჯების გამო, რაც ამ ნაბიჯს მოყვება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისი მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ იქონიებს გავლენას არც მისი ხარჯვით და არც საშემოსავლო ნაწილზე.

ქართული დასის ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, "სიცრუეა“ ის, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანას დამატებითი ხარჯები არ სდევს თან. მისი თქმით, მთლიანი ხარჯები, სავარაუდოდ, 100 მლნ ლარი იქნება, რაც უმჯობესია, რომ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდეს.

თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტი კონკრეტულ დანახარჯებს არ გამოიწვევს, რადგან 2011 წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია პარლამენტის ახალი შენობის მიმდინარე მშენებლობის თანხები.

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის  ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა 57 მლნ ლარი ჯდება.


პარლამენტის ამჟამინდელი შენობა, რომლის მშენებლობაც 1953 წელს დასრულდა. მთავრობას მისი გაყიდვა აქვს განზრახული მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში დაიდებს ბინას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის არსებული შენობა, სავარაუდოდ, მისი გაყიდვის შედეგად, მშენებლობის ხარჯებს დააბალანსებს. "ამდენად, ის ხარჯები იქნება გამართლებული, რასაც ჩვენ ქუთაისში პარლამენტის გადატანაზე გავწევთ,“– განაცხადა მან.

დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ არ იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება, რადგან პარლამენტის ქუთაისში გადატანა და მისი მთავრობისგან დისტანცირება შეასუსტებს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

მან შესთავაზა, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთად გადავიდეს ქუთაისში ან შეიქმნას ორპალატიანი პარლამენტი, რომლის ზედა პალატაც ქუთაისში განთავსდება.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „200 კმ–იანი მანძილი“ საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის კონტროლის თვალსაზრისით "არანაირ პრობლემას“ არ შექმნის. "ჩვენ აუცილებლად მივაწვდენთ ხმას მთავრობას“ და პარლამენტის როლი "არათუ დაკნინდება, არამედ გაძლიერდება“, განაცხადა მან.

მისი თქმით, ოპოზიცია იმის გამო ეწინააღმდეგება ქუთაისში პარლამენტის გადატანას, რომ მათ დედაქალაქიდან გადასვლა არ სურთ და ჰგონიათ, რომ "მიზიდულობის ცენტრი ვეღარ იქნება პარლამენტი“.

საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, პარლამენტის გადატანა არის "დამატებითი დაბნეულობის ელემენტების შემოტანის მცდელობა“ პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო დეზორიენტაციის მიზნით და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის, როგორც პოლიტიკური დედაქალაქის როლს.

“გავიტანოთ რეფერენდუმზე და საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი უნდა იყოს თბილისი თუ სხვა რომელიმე ქალაქი,“– განაცხადა მან.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი ბობოხიძემ გაიმეორა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გახმოვანებული კონცეფცია, რომ ამ გადაწყვეტილებით თბილისთან და ბათუმთან ერთად იქმნება მესამე პოლიტიკური ცენტრი ქუთაისის სახით, რაც ხელს შეუწყობს "პოლიტიკური ცხოვრების დეცენტრალიზაციას“.


ქუთაისში მშენებარე პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

დეპუტატი უმცირესობიდან, დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, თუ რა ბედი ელის პარლამენტის აპატარის 700–მდე თანამშრომელს მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადავა.

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობის ახალ პარლამენტში გაგრძელებას მოისურვებენ, ამის შესაძლებობა მიეცემათ.

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობისთვის ადგილის მოსამზადებლად  ხელისუფლებამ 2009 წლის დეკემბერში "დიდების მემორიალი“ ააფეთქა. აფეთქება უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით განხორციელდა და მას დედა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიზაინერთა თქმით, 40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი ახალი შენობა გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო მისი 200 მეტრიანი თხელი ბეტონის სტრუქტურა, რომელიც შუშის გუმბათს გასდევს ზოლად, სიძლიერის გამოხატულება იქნება.

CMD Ingenieros–ის დაპროექტებული  პარლამენტის ახალი შენობის საერთო ფართი 4 200 კვადრატული მეტრი იქნება, სადაც 217 კაბინეტი და 11 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12