Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი რუსეთთან ვმო–ს მოლაპარაკებებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივლ.'11 / 13:11

თბილისის მოთხოვნაზე დათანხმება, რომ სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთთან არსებულ საზღვარზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს,  "მინიმალური ფასი“ იქნება რუსეთისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების სანაცვლოდ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს რადიოსადგურ "ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში.

“ჩვენ არ გვინდა ვმო–ს ხარჯზე მოვაგვაროთ ყველა ჩვენი პრობლემა. მშვენივრად გვესმის, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან არ უნდა ველოდოთ ურთიერთობებში სერიოზულ ცვლილებებს უკეთესობისკენ და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას არ უნდა ველოდოთ მანამ, სანამ როგორც მინიმუმ ეს განწყობები ისევ არსებობს კრემლში“, – განაცხადა მან.

“მაგრამ ჩვენ ვისურვებდით, რომ როგორც მინიმუმ, საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციას, თუნდაც ნებისმიერს... ეკონტროლებინა საქონლის მოძრაობა საქართველოს საზღვრების გავლით, რომელიც აღიარებულია ყველა პასუხისმგებლიანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

“ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის მინიმალური ფასია იმის სანაცვლოდ, რასაც ის მიიღებს“ ვმო–ში გაწევრიანებით, დასძინა სააკაშვილმა.

მისი თქმით, არჩევანი შეიძლება შეჩერდეს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაზე, ევროკავშირსა ან ნებისმიერ რეგიონულ ორგანიზაციაზე, „სადაც სულ ცოტა რამდენიმე სერიოზული ქვეყანა შედის“, რათა მათ მონიტორინგი განახორციელონ აფხაზეთში ფსოსუსა და ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბის გამშვებ პუნქტებზე.

თუმცა, მისი თქმით, რუსეთი "უარს ამბობს სერიოზული მოლაპარაკება აწარმოოს ჩვენთან“.

მან ასევე განაცხადა, რომ თავიდან რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ თბილისს მისი დასავლელი მოკავშირეები დაითანხმებდნენ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე, მაგრამ „ეს ძალიან კარგად აუხსნეს რუსეთის ხელისუფლებას სხვა ქვეყნებმა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მათზეა დამოკიდებული“.

"ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, რომ თანდათან, თუნდაც სუფთა პრაგმატული რუსული პოლიტიკის თვალსაზრისით, ისინი მივლენ აქამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

2011 წლის მარტიდან შვეიცარიის შუამავლობით რუსეთმა და საქართველომ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს.  

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16