Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი: საქართველოსა და რუსეთის შეთანხმება ვმო–ზე 'შესრულებადია'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივლ.'11 / 16:22


სერგეი ლავროვი ვაშინგტონში 12 ივლისს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) და აშშ–ში რუსეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გამოსვლისას. ფოტო: CSIS–ის ვებგვერდი.

სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვრის გასწვრივ ვაჭრობის გამჭირვალობა შეიძლება იმგვარად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ის ყველასთვის იყოს მისაღები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 12 ივლისს ვაშინგტონში თბილისსა და მოსკოვს შორის შვეიცარიის შუამავლობით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას.

როდესაც მას ჰკითხეს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის თაობაზე თბილისის მოთხოვნაზე და იმაზე, მიაჩნდა თუ არა, რომ ვმო–სთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება შესაძლებელია საქართველოსთან, ლავროვმა უპასუხა: "თუ ჩვენ ვმო–ს წესებზე მოვახდენთ კონცენტრირებას და არ გავცდებით ამ წესებს პოლიტიკის მიმართულებით, დიახ, ეს ძალიანაც შესაძლებელია“.  

"ჩვენ დადებითი პასუხი მივეცით შვეიცარიის შემოთავაზებაზე, რომ შუამავლის როლი ეთამაშა რუსეთ–საქართველოს დისკუსიებში ვმო–ს საკითხის მოგვარების მიზნით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში 12 ივლისს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის და აშშ–ში რუსეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

"შვეიცარიელებმა დოკუმენტი მოამზადეს, რათა ქართველებს და ჩვენ განგვეხილა“, – განაგრძო მან, "მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი ლოგიკურია და კონცეპტუალურად სწორია, რადგანაც ის არ უხვევს ვმო–ს დღის წესრიგის პრობლემიდან“.

"საბაჟო კონტროლი რუსეთის საზღვრებზე შეიძლება გამჭირვალე იყოს. სწორედ ეს შემოგვთავაზა შვეიცარულმა მხარემ. და ეს გამჭირვალობა ისე შეიძლება მოგვარდეს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. არ მინდა დეტალებში შესვლა. მაგრამ, დიახ, თუ პოლიტიკა არ გაერევა, ამის გაკეთება ძალიან რთული არ არის“, – განაცხადა ლავროვმა.

ქართულმა და რუსულმა მხარეებმა შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჟენევაში 9–10 ივლისს გამართეს.

8 ივლისს, მესამე რაუნდის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტვირთბრუნვაზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწესების თაობაზე თბილისის მოთხოვნაზე დათანხმება,  "მინიმალური ფასი“ იქნება რუსეთისთვის ვმო–ში გაწევრიანების სანაცვლოდ.

მისი თქმით, არჩევანი შეიძლება შეჩერდეს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაზე, ევროკავშირსა ან ნებისმიერ რეგიონულ ორგანიზაციაზე, „სადაც სულ ცოტა რამდენიმე სერიოზული ქვეყანა შედის“, რათა მათ მონიტორინგი განახორციელონ აფხაზეთში ფსოუსა და ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბის გამშვებ პუნქტებზე.

“ჩვენ არ გვინდა ვმო–ს ხარჯზე მოვაგვაროთ ყველა ჩვენი პრობლემა. მშვენივრად გვესმის, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან არ უნდა ველოდოთ ურთიერთობებში სერიოზულ ცვლილებებს უკეთესობისკენ და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას არ უნდა ველოდოთ მანამ, სანამ როგორც მინიმუმ ეს განწყობები ისევ არსებობს კრემლში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“მაგრამ ჩვენ ვისურვებდით, რომ როგორც მინიმუმ, საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციას, თუნდაც ნებისმიერს... ეკონტროლებინა საქონლის მოძრაობა საქართველოს საზღვრების გავლით, რომელიც აღიარებულია ყველა პასუხისმგებლიანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – აღნიშნა მან. 

“ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის მინიმალური ფასია იმის სანაცვლოდ, რასაც ის მიიღებს“ ვმო–ში გაწევრიანებით, დასძინა სააკაშვილმა.

13 ივლისს ვაშინგტონში აშშ–ის პრეზიდენტს ბარაქ ობამას და სერგეი ლავროვს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ობამამ "კიდევ ერთხელ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის ძალისხმევის მიმართ, რომ ვმო–ში გაწევრიანების პროცესი წელს დაასრულოს“. 

იმავე დღეს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი "ძლიერად უჭერს მხარს“ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას.

"რუსეთის წევრობა საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ვაჭრობა და გავაღრმავოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები. ეს ძალიან პრიორიტეტული საკითხია პრეზიდენტ ობამასა და ადმინისტრაციისთვის. ეს ჩვენი უფრო ფართო გლობალური ძალისხმევის ნაწილია, რომ მოხდეს წესებზე დაფუძნებული ეკონომიკური  კონკურენციის სისტემის ხელშეწყობა“, – განაცხადა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12