Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვაშაძე ფოტოგრაფების საქმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივლ.'11 / 18:50

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დაკავებულ ფოტოგრაფს გიორგი აბდალაძეს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება არ ჰქონდა, თუმცა მას შეეძლო "ზოგიერთ დოკუმენტებთან მისვლა“.

დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი, გიორგი აბდალაძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფადაც მუშაობდა ხელშეკრულების საფუძველზე, კიდევ ორ, მათ შორის პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

“ყველა თანამშრომელს, რომელსაც აქვს თანამდებობა ან რანგი, მას საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, ვინც აქ ხელშეკრულებით მუშაობდა და არის ფოტოგრაფი, იმას საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ამ ადამიანს იმის გამო, რომ ის ტვირთავდა ამ ფოტოსურათებს რამდენიმე კომპიუტერზე, მას შეეძლო ამ კომპიუტერებით ზოგიერთ დოკუმენტებთან მისვლა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ 14 ივლისს.

კითხვაზე თუ რამდენად დაცულია ეს დოკუმენტები, მან უპასუხა: "ეს დოკუმენტები ძალიან კარგად არის დაცული, მაგრამ დაცული არის იმისათვის, რომ ის გამოიყენონ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა“. 

ეს განცხადებები მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ფოტოგრაფების საქმეზე "არსებობს უტყუარი მტკიცებულებები“.

"დაველოდოთ სასამართლოს იმიტომ, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, რომელიც გადაწყვეტავს ადამიანის ბრალდებულებას და იმას, შეესაბამება თუ არა წამოყენებული ბრალდებულება მისი დანაშაულის დონეს და ხარისხს,“– განაცხადა მან.

ვაშაძის განცხადებით, პრესაში გამოთქმულ "სპეკულაციებზე“, რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს, "კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილო არის“.

აბდალაძის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მისთვის სამინისტროს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ის მთავარი თემები იყო, რაზეც პასუხები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან ნინო კალანდაძისგან ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინზე მოითხოვეს.

ნინო კალანდაძემ განაცხადა 11 ივლისს, რომ აბდალაძე საგარეო უწყებაში 2009 წლიდან მუშაობდა ხელშეკრულებით და იგი არ იყო შტატიანი თანამშრომელი. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულფასოვან თანამშრომლად ითვლება. კალანდაძის თქმით, სხვა თანამშრომლების მსგავსად, აბდალაძისთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი ყოფილიყო სამინისტროში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
61