Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის სენატმა ოკუპაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ივლ.'11 / 12:33

აშშ–ის სენატმა 29 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.

რეზოლუცია, S. RES. 175, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინეს. ორივე სენატორი ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში, ”ატლანტიკურ საბჭოში”, საქართველოს საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.

"დღეს სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ერთხმად გამოხატა“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა 29 ივლისს, "მართალია, მე ძალიან მოხარული ვარ სენატის ამ გადაწყვეტილებით და იმ ნათელი გზავნილით, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ფედერაციას ვუგზავნით, სიტუაცია იქ მყიფე და მოუგვარებელი რჩება, რადგანაც რუსულ შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები“.

საქართველოს ელჩი აშშ–ში თემურ იაკობაშვილი მიესალმა რეზოლუციას და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციების ”სოლიდური და მყარი საფუძველია”. 

მიღებულმა რეზოლუციამ მცირედი ცვლილება განიცადა იმ თავდაპირველი პროექტისგან, რომელიც 2010 წლის დეკემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინა. თუმცა, მთლიანობაში დოკუმენტის არსი უცვლელია და მოუწოდებს რუსეთს თავისი შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს.

ერთ–ერთი ცვლილება, რომელიც ახალ ტექსტშია, ეხება სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებათა მიმართ გამოყენებულ ტერმინებს. თუ რეზოლუციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გამოყენებული იყო ტერმინი ”დე ფაქტო”, დამტკიცებულ ტექსტში ეს ტერმინი შეცვლილია და მის მაგივრად გამოყენებულია ”მაკონტროლებელი ძალაუფლება“ – სწორედ ამ ტერმინით იხსენიებს სოხუმის და ცხინვალის ხელისუფლებებს საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

დამტკიცებული ტექსტი ასევე ასახავს რამოდენიმე იმ ახალ მოვლენასაც, რომელიც დეკემბრის შემდეგ მოხდა. მათ შორის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ბერლინში 15 აპრილს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ ”იზიარებს საქართველოს წუხილს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით.” რეზოლუციაში ასევეა ნახსენები აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტები. 

რეზოლუცია ადასტურებს, რომ „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობისადმი მხარდაჭერა, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად აღიარება შეერთებული შტატების პოლიტიკის ნაწილია“.

დოკუმენტი მოუწოდებს მოსკოვს, ცხინვალს და სოხუმს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს და საერთაშორისო მისიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული და ღირსეული დაბრუნების საშუალება მისცენ.   

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ სენატი „მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ ჩართულობას და ნდობის აღდგენის ღონისძიებებს საქართელოს ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებებს შორის და ხალხთა შორის დამატებითი კონტაქტებისკენ მოუწოდებს“.

„[სენატი] ადასტურებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტია და რომ ხანგრძლივი რეგიონალური სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი და მხარეებს შორის გრძელვადიანი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგის გზითაა შესაძლებელი,"– აღნიშნულია რეზოლუციაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59