Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შამბასა და ანქვაბს შორის დაპირისპირება მწვავდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 აგვ.'11 / 19:48

სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი შამბას წინასაარჩევნო შტაბმა უარყო კიდევ ერთი კანდიდატის ალექსანდრე ანქვაბის ბრალდება მის წინააღმდეგ ბინძური ხრიკების გამოყენების თაობაზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს ანქვაბის ომისდროინდელი საქმიანობის „დეტალური გამოძიებისკენ“ მოუწოდა.

ორ კანდიდატს შორის დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შამბას მხარდამჭერებმა სოხუმში ღია ცის ქვეშ თენგიზ კიტოვანთან ინტერვიუს ჩვენება მოაწყვეს, სადაც კიტოვანი ამბობს, რომ ომის დროს ანქვაბი თბილისთან თანამშრომლობდა და ქართულ დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა. 

„იმის ნაცვლად, რომ მკაფიო, არაორაზროვანი პასუხები გაეცეს დასმულ შეკითხვებს, ანქვაბი ცდილობს ჩვენი შტაბი სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულოს. ეს კი საზოგადოებრივი ყურადღების არსებული პრობლემის არსიდან გადახვევას უწყობს ხელს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ შამბას წინასაარჩევნო შტაბის მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.       

„ჩვენი აზრით, პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატის ბიოგრაფია დეტალურად უნდა იყოს ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის; იქ არ უნდა იყოს ნაცრისფერი ლაქები, განსაკუთრებით კი ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის და 1992–93 წლების ომის პერიოდებში“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადების თანახმად, ანქვაბის წინააღმდეგ ამგვარი ბრალდებები ახალი არ არის და პირველად ისინი 90–იან წლებში, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაჩნდა.

თავად შამბასაც მოუწია ამ საკითხზე მოკლე კომენტარის გაკეთება, როდესაც მას ამის თაობაზე 17 აგვისტოს ახალ ათონში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ჰკითხეს. მანაც ასევე განაცხადა, რომ ბრალდებები ანქვაბის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ ახალი არ არის  და რომ ასეთი ბრალდებები 1994 წელს გაჩნდა, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის დროს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში შენახული იარაღის ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შამბამ განაცხადა, რომ „იმის ნაცვლად, რომ მე დამადანაშაულოს ამაში [კიტოვანის ინტერვიუში], ანქვაბმა ხალხს უნდა აუხსნას ყველა ეს ფაქტი“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38