საქსტატმა განაცხადა 4 სექტემბერს, რომ წლიური ინფლაცია აგვისტოში 7.2%–მდე შემცირდა ივლისში არსებული 8.5%–დან.
საკვების, საწვავისა და ტრანსპორტის ფასები კვლავ ინფლაციის განმსაზღვრელ წამყვან მიმართულებებად რჩება.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წლიურმა ინფლაციამ 12% შეადგინა, შემცირდა რა ივლისში არსებული 16.6%–დან; სატრანსპორტო მომსახურების ფასები 23.8%–მდე, ხოლო საწვავის ღირებულება 20.5% –მდე გაიზარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც გასულ თვეში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.5%–მდე შეამცირა, განაცხადა, რომ ინფლაციის დონე მოსალოდნელზე სწრაფად მცირდება. წლიური ინფლაცია მარტში 14%–ს შეადგენდა, ხოლო ივნისში 10%–მდე დაიწია.