Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვმო–ზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვირის ბოლოს იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ოქტ.'11 / 13:37

7–8 ოქტომბერს ჟენევაში ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგი და წელს „შესაძლოა, მრავალწილად ბოლო რაუნდი“ გაიმართება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.

თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე  მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ალბათ მომავალ წელს განახლდება დიალოგი, რომელშიც მისი თქმით, თბილისს „ძალიან მკაფიო და პრინციპული“ პოზიცია უკავია. 

„სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემებით, ჩვენ არ ველით რაიმე რადიკალურ ცვლილებებს რუსეთის ხისტი პოზიციის მიმართებით და არ არის მოსალოდნელი, რომ რუსეთმა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე  მოქნილობა გამოიჩინოს“, – განაცხადა ჯალაღანიამ 3 ოქტომბერს ბრიფინგზე, „თუმცა იმედით ვართ და მზად ვართ დიალოგისთვის და არცერთ ეტაპზე საქართველოს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მსჯელობის და დიალოგის მზადყოფნა“.

„თუ ეს [შეთანხმება] ვერ შედგა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ  ვერ შევუწყოთ ხელი მარტივად რომ ვთქვათ,  რუსეთის გაწევრიანების საკითხის გადაჭრას ამ რაუნდზე და უკეთეს შემთხვევაში, ალბათ მოსალოდნელია, რომ დიალოგმა გადაინაცვლოს მომავალ წელს“, – აღნიშნა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10