Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი დიპლომატი ვმო–ზე რუსეთთან მოახლოებული მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'11 / 12:55

ქართველი დიპლომატის განცხადებით, თბილისი კონსტრუქციულად არის განწყობილი შვეიცარიის შუამავლობით ვმო–ში მოსკოვის გაწევრიანებაზე მიმდინარე ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმართ, რომელიც კვირის ბოლოს იგეგმება.

“ვიმედოვნებთ, რომ გამოვძებნით საერთოს ჩვენს რუს კოლეგებთან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ვმო–ზე მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა 4 ოქტომბერს, „მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მეტისმეტი ოპტიმიზმით ვარ ამ საკითხისადმი განწყობილი, გულახდილი რომ ვიყო, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი რაუნდი გვაქვს წინ და ნაადრევი იქნებოდა ამ რაუნდის წინ საუბარი იმის შესახებ, თუ რა იქნება შედეგი“.

“მე იმედი მაქვს, რომ თუ რუსეთს მართლაც სურს შეუერთდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, მას შეეძლება დათმობებზე წამოვიდეს რამოდენიმე ყველაზე ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც ამ დრომდე დათმობები არ გაუკეთებია“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, რუსეთის პირველმა ვიცე–პრემიერმა სერგეი შუვალოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ახლოს არის ვმო–ში წელს გაწევრიანებასთან, მათ შორის აშშ–ის ძალისხმევის წყალობით.

“ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეთანხმება დავასრულოთ დეკემბრის ბოლოსთვის და მე მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ აშშ–ის ხელმძღვანელობის დამსახურებით, ჩვენ ახლოს ვართ მიზანთან“, – იტყობინება „როიტერი“ შუვალოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება ჩიკაგოში აშშ–რუსეთის ბიზნეს–საბჭოს შეხვედრაზე 4 ოქტომბერს გააკეთა.

მისი თქმით, „რამდენიმე უმნიშვნელო რამ“ დარჩა გადასაწყვეტი და მიანიშნა მესამე მხარეზე, რაც „არ მსურს, რომ საჯაროდ განვიხილო“ გულისხმობდა რა დიდი ალბათობით საქართველოს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21