Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი აცხადებს, რომ ვმო–ზე რუსეთთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ოქტ.'11 / 13:31

წინა რაუნდების მსგავსად, შვეიცარიის შუამავლობით რუსეთთან ვმო–ზე მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ 10 ოქტომბერს.

„რუსეთი უარს აცხადებს იმ ელემენტარულ მინიმუმზეც კი, რაც აუცილებელია, რომ შესრულდეს მისი მხრიდან, რათა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ელემენტარული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მისი მხრიდან საქართველოს მიმართ“, – განაცხადა მან.

ვაშაკიძემ არ უპასუხა კითხვას გაგრძელდება, თუ არა მოლაპარაკებები.  

მოლაპარაკებების შემდეგ ქართული მხარის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ  AFP-ს განუცხადა შაბათს, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვის საფუძველი არ არსებობს, თუ რუსეთის პოზიცია კვლავ უცვლელი დარჩება.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები, თუ შვეიცარელი შუამავლები ჩათვლიან, რომ მეტი მოლაპარაკებებია საჭირო. თუმცა, მოლაპარაკებებში ჩახედულმა რუსულმა წყარომ განუცხადა „როიტერს“, რომ მოლაპარაკებები 17 ოქტომბერს განახლდება.

თბილისი დაჟინებით მოითხოვს საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას, რათა გამჭირვალე გახდეს ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების  – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.

რუსეთი აცხადებს, რომ თბილისის მოთხოვნები ვმო–სთან კავშირში არ არის.

„ის, რასაც საქართველო ჩვენგან ითხოვს, ვმო–ს პასუხისმგებლობის სფეროში არ შედის“, – განუცხადა რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა მაქსიმ მედვედკოვმა „როიტერს“.  
    

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12