Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის ივანიშვილის პრესკონფერეცია პირდაპირი ეთერში გადასცეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ოქტ.'11 / 20:47

19 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მზად არის პირდაპირ ეთერში გადასცეს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია.

”საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ისევ უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს არხის პოლიტიკურ თოქშოუში და დღემდე ჟურნალისტებთან ურთიერთობს შერჩევითობის პრინციპით,”  – ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ”მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრესკონფერენცია საერთოდ დაინიშნება და მასზე შეკითხვის დასმის საშუალება ექნება მედიის ყველა წარმომადგენელს და ივანიშვილი ამჯერად მაინც არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით.”

”აქვე დავძენთ, რომ მაუწყებელი ძალაში ტოვებს პირველ შეთავაზებასაც და კვლავ იწვევს ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუში ბატონ ივანიშვილს,” – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ივანიშვილის პრესსამსახურმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ მილიარდერი მეცენანტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის შექმნა სურს, მზად არის მისი პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართოს, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი რომელიმე ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2 ან იმედი - ამ პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35