Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ არჩევნების წინ საქართველოს თანაბარი პირობების შექმნისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ოქტ.'11 / 16:05


აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი (მარცხნივ), აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია (მარჯვნივ) პრეზიდენტის სასახლეში, 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დაწყების წინ. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური.

აშშ საქართველოს მოუწოდებს გაატაროს საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად ყველასთვის თანაბარი პირობები შექმნას, რათა ”2013 წელს სრული დემოკრატიული გზით ძალაუფლების გადაცემა მოხდეს”, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უილიამ ბერნსმა 19 ოქტომბერს.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტის დროს ბერნსი საქართველოს ხელმძღვანელობას, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
”ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერად უჭერს მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების და კონკურენტული პოლიტიკური სივრცის შექმნას საქართველოში. აშენებთ რა უკეთეს მომავალს, ეს [დემოკრატიული ინსტიტუტები] საქართველოს ინტერესებში შედის. ჩვენი აქცენტია სათამაშო გარემო და არა მოთამაშეებზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს აშენებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს კონკურენტული პოლიტიკური გარემოს განვითარებაზე”, – ნათქვამია ჟურნალისტებთან მისი შეხვედრის ოფიციალურ ჩანაწერში.

როდესაც მას იმ შესაძლო სცენარზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც 2013 წელს მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გახდეს - თანამდებობა, სადაც ორ წელიწადში, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ამჟამინდელი საპრეზიდენტო ძალაუფლების დიდი ნაწილი მოიყრის თავს  - ბერნსმა უპასუხა: ”მინდა იგივე მოსაზრებას გავუსვა ხაზი, რომელიც ზემოთ უკვე ვთქვი. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სათამაშო გარემოზე და არა მოთამაშეებზე”.

”მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ღია და გამჭირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა მომდევნო ორიოდე წლის მანძილზე იმისათვის, რომ 2013 წელს - რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიისთვის - იყოს ძალაუფლების აბსოლუტურად დემოკრატიული გადაცემა [transition of power]”, – განაცხადა მან.

ამისათვის, განაგრძო მან, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, როგორიცაა მედიის თავისუფლება და  ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა, სადაც ყველა საერთო წესების შესაბამისად იმოქმედებს.

დაადასტურა რა აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში მისწრაფების მიმართ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარება დიდწილად ”ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამა" არის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციისთვის.  

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ მზად არის გააფართოვოს საქართველოსთან თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, მომავალ წელს ეწვევა საქართველოს, რათა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27