Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვმო–ზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 25 ოქტომბერს შედგება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ოქტ.'11 / 12:05

როგორც კი რუსეთი გამოთქვამს მზაობას დათანხმდეს სეპარატისტული რეგიონების გასწვრივ საქართველოსთან საზღვარზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგს, თბილისი მზად იქნება დაეთანხმოს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 24 ოქტომბერს.

მისი ინფორმაციით, შვეიცარიის შუამავლობით ვმო–ზე მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 25 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება.

20 ოქტომბერს გამართული წინა შეხვედრა, კალანდაძის თქმით, „წარუმატებლად“ დასრულდა, რადგან „მთავარ პრობლებას“ კვლავ ის წარმოადგენს, რომ „რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს შემოთავაზებას, რომ რუსეთ–საქართველოს საზღვარზე არსებობდეს სავაჭრო მონიტორინგი, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ერთობლივი მონიტორინგის სახით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ“.

„ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნა და წინადადება, რომლის უგულვებელყოფაც ვერ მოხდება“,– განაცხადა ნინო კალანდაძემ, „როგორც კი რუსეთი მზად იქნება ამ წინადადებას დათანხმდეს, ჩვენ რა საკვირველია, მზად ვართ, რომ შესაბამისად ჩვენი თანხმობაც განვაცხადოთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ „სპეკულაციები“ იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ზეწოლას ახდენს თბილისზე, რათა დაეთანხმოს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას, „სიმართლეს არ შეესაბამება“.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იქნას და იმავდროულად საქართველოს ლეგიტიმური მოთხოვნა“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "პრობლემები", რომელსაც საქართველო აყენებს მოლაპარაკებების პროცესში, არ ეხება ვმო–ს წესებსა და ნორმებს.

მისი თქმით, შვეიცარიელმა შუამავლებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად შეეცდებოდნენ მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევას და „დაგვარწმუნეს, რომ არ შეეხებოდნენ იმ ფორმულირებებს, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის პრობლემატიკას“.

“ქართული მხარე ამ საბაზო პრინციპიდან, რომელმაც ფაქტიურად გზა გაუხსნა შვეიცარიის შუამავლობის დაწყებას, გადავიდა და ითხოვს უცხოური ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ფიზიკურად ყოფნას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვარზე“, – განუცხადა ლავროვმა 21 ოქტომბერს სამ რუსულ რადიოსადგურს ინტერვიუში.

“ამას არავითარი კავშირი ვმო–სთან არ აქვს“, – განაგრძო მან, „ყველაფერი, რაც უკავშირდება ვმო–ს რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვის ნაწილში, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თბილისის პოზიცია „მთლიანად პოლიტიზირებულია და ამასთან, ისინი, ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხზე, უნამუსოდ იტყუებიან, რომ ყველაფერი რუსული მხარის პოზიციაზეა დამოკიდებული. ეს ასე არ არის“.

იმავე ინტერვიუში, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან რუსეთს აქვს შესაძლებლობა თბილისის თანხმობის გარეშე გაწევრიანდეს ვმო–ში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25