Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვიდეო: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ოქტ.'11 / 15:51



ავტორები: ნინო ჟიჟილაშვილი, ვალერი ოდიკაძე (ოპერატორი) და ბექა ადამაშვილი (მონტაჟი).

ქველმოქმედმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში წავსლის შესახებ მისმა გადაწყვეტილებამ „ახალი რეალობა“ შექმნა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აფასებს ჯეროვნად და სანაცვლოდ „მყისიერი“ რეაქციებით, მათ შორის მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტით, პასუხობს.

თავის მეორე ტელეინტერვიუში, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი „მოუმზადებელი“ მოვიდა პოლიტიკაში, რაც ახლა გარკვეულწილად ხელს უშლის მას პოლიტიკური გუნდის შექმნაში. „მაგრამ მოვახერხებ მე ამას“, – განაცხადა მან.

ივანიშვილთან ინტერვიუ თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსით ნინო ჟიჟილაშვილმა, რომელიც ასევე კავკასიის მედია სკოლის დეკანია, 23 ოქტომბერს ჩაწერა, ხოლო ხელმისაწვდომი ეს ინტერვიუ სამშაბათს გახდა.

ივანიშვილი აცხადებს, რომ მისმა განცხადებამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ „შეაშინა“ ხელისუფლება და უბიძგა მას „მყისიერი“ გადაწყვეტილება მიეღო მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად პრეზიდეტმა სააკაშვილმა მიიღო ნაჩქარევად, ზედმიწევნითი განხილვის გარეშე.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მისთვის „კოზირი“ გახდა; კითხვაზე, თუ რატომ გახდა ეს მისთვის კოზირი იმ რეალობაში, რომ მოქალაქეობის გარეშე იგი ვერც შექმნის და ვერც დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას, ივანიშვილმა უპასუხა: „თუ მე ამ გზით არჩევნებიდან გამთიშავენ, არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება“.

„ახალ რეალობასთან გვაქვს საქმე და ისინი [ხელისუფლება] ამას ანგარიშს ვერ უწევენ“, – დასძინა ივანიშვილმა.       

როდესაც ჟურნალისტმა ივანიშვილს ხელისუფლების ბრალდებასთან დაკავშირებით ჰკითხა, რომ ის „პუტინის პროექტია“, იგი ოდნავ გაღიზიანდა და უპასუხა: „იცით რას გეტყვით, დაანებეთ ამ თემას თავი. ეს თემა არის თითიდან გამოწოვილი.... ცხრა წელიწადია რუსეთში არ ვყოფილვარ. ჩემი ხელწერა და ჩემი ცხოვრების წესი ქართველებისთვის გასაგებია... ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო საინტერესო შეკითხვები დამისვათ“.

როდესაც ჟურნალისტმა უთხრა მას, რომ ეს საკითხი საზოგადოების ერთ ნაწილს მაინც აინტერესებს, ივანიშვილმა უპასუხა: „საზოგადოებას კი არ აქვს ეს კითხვა, ეს კითხვა აქვს სააკაშვილს და მის მთავრობას, რამდენადაც მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ და არ აქვთ არგუმენტები ... მე თქვენ არ მიმაჩნიხართ მათ [ხელისუფლების] სატელიტად და იმიტომაც მოვახერხე თქვენთან შეხვედრა და ძალიან გთხოვთ, გადადით ამ საკითხიდან... არა მგონია, რომ საზოგადოებას აქვს ეს კითხვა, ეს კითხვები აქვთ მათ [ხელისუფლებას]“.

შემდეგ ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა ჟურნალისტს და უთხრა: „თქვენ არ გიბრაზდებით, მე გაბრაზებული ვარ მათზე [ხელისუფლებაზე]“.

იმავე ინტერვიუში ივანიშვილი აცხადებს, რომ თავდაპირველად მას და მის მეუღლეს სურდათ იმპრესიონიზმის და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი შეექმნათ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს, რადგან ამას სულ ცოტა 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია დასჭირდებოდა; მისი თქმით, ახლა მისი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნაზე. შემდეგ ივანიშვილმა თავის ბიზნეს–ცენტრში ჟიჟილაშვილს თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრები დაათვალიერებინა, რომელთა შორის იყო დამიენ ჰერსტის, როი ლიხტენშტეინის, ანიშ კაპურის და გილბერტ & ჯორჯის ნამუშევრები. ივანიშვილის თქმით, იგი აპირებს, რომ გაყიდოს იმპრესიონისტი მხატვრების ნამუშევრების კოლექცია, რათა დაგეგმილი მუზეუმისთვის თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები შეიძინოს.

როდესაც ივანიშვილს ჰკითხეს უკავშირდება, თუ არა მისი ქველმოქმედება, რომელიც ეკლესიების აღდგენას და აშენებასაც მოიცავს, მის რწმენას, მან უპასუხა: „მე ვარ ქრისტიანი; ეს ჩემი კულტურაა... მე უდიდესი პატივისმცემელი ვარ ჩვენი კულტურის და ჩვენი რწმენის; ამ რწმენამ გადაარჩინა საქართველო და უდიდესი როლი ითამაშა ჩვენს ისტორიაში“.

მან ასევე გაიხსენა ექვსი წლის წინ რუსულ გაზეთ „ვედომოსტი“–სთან ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები, როდესაც მან აღნიშნა: „მე მატერიალისტი ვარ. არ მჯერა ცხოვრების სიკვდილის შემდეგ“. ივანიშვილის თქმით, მის ოპონენტებს სურთ, რომ ამ განცხადების საფუძველზე იგი ათეისტად წარმოაჩინონ. „ვერავინ ვერ დამარქმევს ათეისტს ჩემი ქცევით“, – განაცხადა მან. თუმცა, შემდეგ დასძინა: „თუმცა ეჭვი მაქვს, ის რაც ვთქვი პირველ ინტერვიუში და ეხლაც არ ვამბობ უარს“. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40