Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ბანკი ქართუ“ წართმეული თანხების დაბრუნებას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'11 / 11:43

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუ“ მოითხოვს, რომ წართმეული ფულადი თანხები დაუბრუნდეს და „შეწყდეს თავად ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა“.

28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, ბანკი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათი დღის წინ ჩატარებული პოლიციის ოპერაციის შედეგად მას 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო ფულის გათეთრების ბრალდებით „აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაართვეს“, ის არ განიცდის ფინანსურ პრობლემებს –  „უფრო მეტიც დღეისათვის საქართველოს საბანკო სისტემაში ერთერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდობის დონე  გვაქვს“.

ადრე გაკეთებული განცხადების მსგავსად,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 27 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ „ბანკ ქართუს“ სტაბილურ ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მზადაა ფინანსური დახმარების სახით „ბანკ ქართუს“ გამოუყოს დაყადაღებული თანხის მოცულობის სესხი იმისთვის, რომ „პოლიტიკური სპეკულაცია დასრულდეს“.  

“ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ვექტორი მნიშვნელოვნად ბანკისაკენ არის მიმართული“, – აცხადებს „ბანკი ქართუ“, „აღნიშნულს პირდაპირ ადასტურებს ბანკის  ინკასაციის მანქანაზე  ფულის გათეთრების აღკვეთის მოტივით განხორციელებული თავდასხმა, როდესაც ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვის ქვეშ ხელისუფლებისადმი ლოიალური სს ,,საქართველოს ბანკის“, საიდანაც ვითომ ,,შავი“ ფულის ტრანსპორტირებას ვახდენდით, პასუხისმგებლობის საკითხი“.

„საქართველოს ბანკის“ ხელისუფლებისადმი „ლოიალობაში“ სავარაუდოდ ნაგულისმევია ის ფაქტი, რომ ბანკის პრეზიდენტი პრემიერ–მინისტრის, ნიკა გილაურის ძმაა.

ამასთან, "ბანკი ქართუ" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ  "მყისიერად" დაწყებული შემოწმება „ფაქტობრივად დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში ფუნქციონირებს და დღემდე არ აკეთებს დასკვნას  ფულის გათეთრების ასე გახმაურებულ ოპერაციაზე“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარალელურად ხორციელდება ზეწოლა ბანკის კლიენტებზე, რათა მათ გაიტანონ ფულადი სახსრები და „თავად კომერციულ ბანკებზე, რომელთაც აშკარად შეცვალეს დამოკიდებულება სს ,,ბანკი ქართუს“ მიმართ“.

იმავდროულად, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო იტყობინება „ქართუ ჯგუფზე“ მორიგი „ზეწოლის ფაქტების“ შესახებ.

კერძოდ, პრესსამდივნოს განცხადებით, 26 ოქტომბერს თბილისის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლობმა „გვიან ღამით“ სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს თბილისის ცენტრში „როსტომ მეფის“ სასახლის შენობაში, რომელიც ამ სამსახურს ექსპლოატაციაში შესვლის მიზნით უნდა შეემოწმებინა. ამავე ინფორმაციით, „არასწორად წარმოებული სამუშაოების“ მოტივით ზედამხედველობის სამსახურმა „ქართუ ჯგუფს“ 4 000 ლარის ჯარიმა დააკისრა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალა.

მეორე შემთხვევაში, რომელზეც ივანიშვილის პრესსამდივნო იტყობინება, თბილისის მერიამ „ყველანაირი გაფრთხილების გარეშე“ ქართუ ჯგუფს ჩამოართვა ერეკლეს მოედანზე კუთვნილი მიწის ნაკვეთი და 100 მანქანაზე  გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ამავე ცნობით, აღნიშნული 3000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი „ქართუ ჯგუფმა“ სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა იქ მიწისქვეშა ავტოფარეხის გაკეთების მიზნით.

იმავდროულად, 26 ოქტომბერს პრესსამდივნო იტყობინებოდა, რომ  ბიძინა ივანიშვილს იმ მოტივით, რომ შსს–ის მომსახურების სააგენტო მისი „პიროვნების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს“, უარი ეთქვა პირადი იარაღის გადაფორმებაზე, რომელიც მისი საქართველოს მოქალაქეობის პერიოდში იქნა დარეგისტრირებული და ამ იარაღის შენახვის საკითხი დღის წესრიგში მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ დადგა.

ამ იარაღის შენახვის საკითხის გარკვევის მიზნით ივანიშვილის ადვოკატმა წერილით მიმართა შსს–ს, რათა ეს ფაქტი არ გახდეს „კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36