Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვმო–ზე შესაძლო შეთანხმების ზოგიერთი დეტალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'11 / 11:24

  •  ‘სავაჭრო დერეფნებში’ ასევე შევა ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი;
  • შვეიცარია მესამე მხარის როლს შეასრულებს მონიტორინგის კომპონენტში;
  • შვეიცარიის მიერ წინა კვირას წარდგენილი კომპრომისული წინადადება ‘არ შეცვლილა’.

ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ფოტო: თეა გულარიძე/Civil.ge

რუსეთმა „ცოტა მეტი დრო“ მოითხოვა შვეიცარიელი შუამავლების მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე პასუხის გასაცემად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ორშაბათს საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

კაპანაძე, რომელიც ქართული მხარის ერთ–ერთი წარმომადგენელია ვმო–ზე მოლაპარაკებებში და რომელიც ასევე ესწრებოდა საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში, განაცხადა, რომ რუსეთი პასუხს, სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გასცემს.

“მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით მათ [რუსეთის] საბოლოო გადაწყვეტილებას,“– განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობას და შვეიცარიელ შუამავლებს შორის ბათუმში გამართულმა შეხვედრამ „რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს“ მოჰფინა ნათელი.

მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ შვეიცარია ნეიტრალური, მესამე მხარის როლს შეასრულებს დაიქირავებს რა კერძო კომპანიას, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვარზე, მათ შორის საზღვრების სადავო მონაკვეთებზე სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ტვირთების მოძრაობას გაუწევს მონიტორინგს. 

კაპანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის წინადადება იყო, რომ შვეიცარიას მესამე, ნეიტრალური ქვეყნის როლი ეთამაშა, რომლის ეგიდითაც იმუშავებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. 

„ის ტექსტი, რომელიც შვეიცარიელმა შუამავლებმა შემოგვთავაზა წინა კვირას, რჩება უცვლელი“, – განაცხადა მან.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შვეიცარიის წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.”

ეს სავაჭრო დერეფნები, რომლებიც  თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის.

თუმცა, ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ წინადადება ასევე ითვალისწინებს მესამე სავაჭრო დერეფანს ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვრის არასადავო მონაკვეთზე მდებარეობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ წინადადების ძალაში შესვლის შემთხვევაში, შვეიცარიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის დამკვირვებლები რუსეთსა და საქართველოს შორის სამ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე განთავსდებიან – ორი მათგანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ხოლო მესამე – ზემო ლარსი–ყაზბეგში.

როგორც მოსალოდნელია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, დამკვირვებლები ამ ორ რეგიონთან არსებული რუსეთის საზღვრის რუსულ მხარეს განთავსდებიან, ხოლო კიდევ ერთი ჯგუფი ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს იფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ იქნებიან განთავსებული სეპარატისტული რეგიონების შიგნით. მესამე სავაჭრო დერეფანი ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტზე ბევრად უფრო პატარა იქნება, სადაც მონიტორების ორი ჯგუფი საზღვრის ორივე მხარეს განთავსდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11