Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის ახლებური პასუხი პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ნოე.'11 / 13:12

EurActiv-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტი ახალი კონსტიტუციის პირობებში, რომელიც ძალაში 2013 წლის ბოლოდან შევა, ისეთი საინტერესო აღარ არის ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად პრეზიდენტია.

კითხვაზე აპირებს, თუ არა ის, რომ 2013 წლის ბოლოს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრი გახდეს, სააკაშვილმა, როგორც ამის თაობაზე EurActiv–ი იტყობინება, უპასუხა: „ჩვენი ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ–მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად დამოკიდებულია პარლამენტზე. ეს არც თუ ისე საინტერესო თანამდებობაა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად პრეზიდენტია“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილის ეს განცხადება არც დაადაასტურა და არც უარყო.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბოლოს, მომდევნო პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, პრეზიდენტის ამჟამინდელი ძალაუფლების დიდი ნაწილი პრემიერ–მინისტრის ხელში გადავა.

პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის თავს არიდებდა კითხვას მისი პრეზიდენტობის შემდგომი გეგმების შესახებ და აცხადებდა, რომ იგი არ გააკეთებდა ამაზე რაიმე განცხადებას, რადგანაც არ სურდა „კოჭლი იხვის“ (ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფის) როლში ყოფნა.

წინა საჯარო განცხადება ამ საკითხზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წლის მაისში გააკეთა, როდესაც მან უკრაინულ ტელეარხ 1+1–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების „თეორიული“ შანსის არსებობა „ჩვენთვის სასარგებლოა“, რადგანაც ასეთი შესაძლებლობა მას პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე არ ტოვებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია იმ ”სუპერ მნიშვნელოვანი” რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად, რომელიც მისი მთავრობის წინაშე დგას.

ამავე თემაზე სააკაშვილმა მსგავსი მოსაზრება 2011 მარტში, ამერიკულ ტელევიზია, PBS-სთან ინტერვიუში გამოთქვა. ”მე ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მსურს ’კოჭლი იხვი’ ვიყო,” – განაცხადა სააკაშვილმა, როდესაც მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა პრემიერობას მას შემდეგ, რაც მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

„წარმოგიდგენიათ, მე რომ ახლა ამაზე რამე ვთქვა? ეს ხომ ავტომატურად გამოუთხრის ძირს მთელს ჩვენს [რეფორმების] კურსს; რა თქმა უნდა, თუ ტონი ბლერი ან ჯორჯ ბუში ხარ ქვეყანაში, სადაც კარგად განვითარებული ინსტიტუტებია, ეს შეიძლება გააკეთო – თუმცა, მათთაც კი ქონდათ პრობლემები; შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პატარა, მიზანსწრაფული ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც, ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ’კოჭლი იხვია’? არა მგონია, ამან იმუშაოს... არ ვაპირებ ამ დისკუსიებში შესვლას. ამგვარი დისკუსიები არ არის ხელსაყრელი ჩემი ქვეყნის ახლო მომავლისთვის,“ – განაცხადა სააკაშვილმა მარტში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27