Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ილია მეორე ივანიშვილს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ნოე.'11 / 20:28


საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საპატრიარქოში, 15 ნოემბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს 15 ნოემბერს საპატრიარქოში შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ერთად გამოვიდნენ ჟურნალისტებთან და მოკლე კომენტარები გააკეთეს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს საპატრიარქოში მობრძანდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და განსაკუთრებით, საქართველოს მომავალზე, საქართველოს დღევანდელ დღეზე.  და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

მოგვიანებით ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც კათოლიკოს–პატრიარქი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: „ხალხი იმედით გიყურებთ ზოგი, ზოგი – ნერვიულობს“.

“იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება“, – აცხადებს ილია მეორე.

პატრიარქის ამ რეპლიკამდე ივანიშვილი ამბობს: „ჰქონია რთული მდგომარეობა საქართველოს ისტორიას და როგორც ადრე შეძლეს მე მგონი დღესაც მოვახერხებთ თქვენის თანადგომით... [არ ისმის]“

თავის საკვირაო ქადაგებაში, 13 ნოემბერს საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისკენ მოუწოდა. ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.  

„ეს იყო კიდევ ერთი ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მე რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი მის უწმინდესობასთან. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. მე მივიღე ბევრი რჩევა, ძალიან ბევრი ბრძნული რჩევები მივიღე მისი უწმინდესობისაგან, რომლებსაც გავითვალისწინებ და დამეხმარება მომავალ მოღვაწეობაში“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

5 ნოემბერს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი პატრიარქთან შეხვედრას აპირებდა.

„ვფიქრობ, თანხმობას მივიღებ შეხვედრაზე. კათოლიკოს-პატრიარქთან სასაუბრო ბევრი მაქვს. მინდა რჩევები მივიღო ამ ბრძენი ადამიანისაგან. გარდა იმისა, რომ ის არის მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერი მამა, ამავე დროს ბრძენიც არის. მას რამდენჯერმე შევხვედრივარ და ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ იმ წუთებსა და რჩევებს, რაც მიმიღია“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34