Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'11 / 16:02


ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე, 1 ნოემბერი, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ოპოზიციონერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 17 ნოემბერს, რომ მისი ადვოკატები საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე უახლოეს დღეებში მიმართავენ პრეზიდენტ სააკაშვილს. 

რეგიონული მედია–საშუალებებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ იგი ოფიციალურ განაცხადს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარასკევს, ან მომდევნო კვირას წარუდგენს.

კანონის თანახმად, გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე პრეზიდენტმა განაცხადის წარდგენიდან მაქიმუმ სამ თვეში უნდა მიიღოს.

საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

თავდაპირველად ივანიშვილი და მისი გუნდი თავს იკავებდნენ მოქალაქეობის აღდგენის მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვისგან და სანაცვლოდ, სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმების თხოვნით.

17 ნოემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი გეგმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით გარკვეულწილად „წინააღმდეგობაში მოდის“  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან. თუმცა, მან განაცხადა, რომ იმის გამო გადაწყვიტა პრეზიდენტისთვის მიემართა, რომ სასამართლო სავარაუდოდ გააჭიანურებს პროცესს.

მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ მისი საქართველოს მოქალაქეობა აღდგება საქართველოს ხელისუფლებაზე ორმაგი ზეწოლის შედეგად – ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობისგან და მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობისგან.

საქართველოს მოქალაქეობის გარეშე ივანიშვილს არ აქვს უფლება ჩამოაყლიბოს ან დააფინანსოს პოლიტიკური პარტია. თუმცა, მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი არ აღუდგენს მას მოქალაქეობას, ეს ვერ შეუშლის ხელს მის პოლიტიკურ საქმიანობას. ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავისი დაგეგმილი პარტიის პირობით ლიდერად საკუთარ 19 წლის შვილს განიხილავს, რათა დაძლიოს იურიდიული სირთულეები.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიანიჭა და განაცხადა თავის განკარგულებაში, რომ ეს ქმედება „სახელმწიფო ინტერესებში“ შედიოდა. იმ დროს ივანიშვილს რუსული პასპორტი ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც გახდა, რაც შემდგომ მისი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ მილიარდერი ქველმოქმედის პოლიტიკაში წასვლის შესახებ 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს, სადაც იგი აცხადებდა, რომ საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდა.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ, ივანიშვილმა რუსული პასპორტის ჩაბარებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო, თუმცა საფრანგეთის პასპორტის შენარჩუნება გადაწყვიტა. 17 ნოემბერს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად მას მხოლოდ ფრანგული პასპორტი აქვს.      

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28