Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა გაიმეორა, რომ ‘ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნატოს ალტერნატივა არ აქვს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'11 / 19:59

მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 17 ნოემბერს, რომ მართალია გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით, მაგრამ სააკაშვილის „ავტორიტარული“ მმართველობა უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.  

„ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნატოს ალტერნატივა არ აქვს და მეც იქ ვარ, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის და ამაზე ოდესღაც არჩევანი გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ“, – განაცხადა ივანიშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა 2008 წლის იანვრის პლებისციტი, რომლის დროსაც ამომრჩეველთა 72.5%–მა განაცხადა, რომ მათ სურდათ საქართველო გამხდარიყო ნატოს წევრი.

მისი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, „მე და ჩემს გუნდს არ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ნატოში“.

„ნატო არის სამხედრო–პოლიტიკური სტრუქტურა და გარდა სამხედრო სისტემის განვითარებისა, აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება პარალელურად. ერთ–ერთი განცხადება, რაც გააკეთა და ძირითადი აქცენტი რაზეც გააკეთა [ნატოს გენერალურმა მდივანმა] ბატონმა რასმუსენმა [9–10 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის დროს] ის იყო, რომ გადამწყვეტი იქნება 2012 წლის არჩევნების ჩატარება და ნატო ამას დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს“, – განაცხადა ივანიშვილმა რეგიონული მედია–საშუალებებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს გენერალური მდივნის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს. რასმუსენის განცხადებით, საქართველო „ნატოს უფრო დაუახლოვდა“. ეს კითხვა ივანიშვილის ადრინდელ განცხადებას დაუპირისპირეს, როდესაც მილიარდერმა ქველმოქმედმა განაცხადა, რომ ნატოს წევრობა საქართველოსთვის ძალიან შორეული პერსპექტივაა და რომ ხელისუფლებამ „საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორს გადასწია“.

„ის, რაც თქვა [ნატოს გენერალურმა მდივანმა] რომ ახლოსაა, ჩემი აზრით მხედველობაში ჰქონდა ალბათ ჩვენი სამხედრო სტრუქტურების და ჩვენი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში [ავღანეთში]; ამ მხრივ ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ჯარების რაოდენობა [ავღანეთში]; გაუმჯობესდა წვრთნა და მე შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ გარკვეული გაუმჯობესება ამ კუთხით არსებობს, რამაც შეიძლება დაგვაახლოვოს ნატოსთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„მაგრამ პარალელურად გაკეთდა გაცილებით ცუდი და უფრო მეტი, რადგან პრაქტიკულად ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოს წინაშე ვდგავართ, რომელიც სააკაშვილმა დე ფაქტო დაგვახვედრა დღეს. ასეთი ავტორიტარული სახელმწიფოსთვის ნატოში შესვლა უახლოეს მომავალში, მე ვთვლი, რომ იქნება შეუძლებელი. [ხელისუფლებაში] მოსვლის დღიდან ჩვენ განუხრელად ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი, და პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით. ამ გზით, ჩვენ შევძლებთ დავაჩქაროთ ნატოში შესვლის პროცესი“, – განაცხადა მან.

იმავე პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს „ბედია“ იყოს პროდასავლური და ამავე დროს ჰქონდეს რუსეთთან საზღვარი.

“რაც შეეხება ეჭვს იმისას, რომ ჩვენ მოვალთ და უეცრად შეიძლება შევცვალოთ საქართველოს განვითარების მიმართულება, მოგახსენებთ, რომ ჩვენი ბედია პროდასავლური მიმართულება და ვერც ჩვენი გუნდი და ვერც ვერავინ ვერ მოახერხებს ვერაფრის შეცვლას და არც ვაპირებთ. ეს ჩვენი ბედია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ბედია ვიყოთ დღეს რუსეთის მეზობელი. და ამის შეცვლასაც დღეს ვერავინ ვერ მოახერხებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენს ახლო და ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები დავალაგოთ“, – დასძინა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13