Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო აჩერებს CFE–ის მოქმედებას რუსეთის მიმართ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ნოე.'11 / 18:52

საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულების შეჩერების შესახებ გამოაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების ყველა სხვა წევრ-სახელმწიფოებთან მიმართებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ არ მიაწვდის რუსეთს ინფორმაციას ყოველწლიური საინფორმაციო გაცვლის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CFE–ის ხელშეკრულების შესაბამისად; არ მიაწვდის რუსეთის ფედერაციას რაიმე შეტყობინებას ხელშეკრულების თანახმად; და არ მიიღებს რუსეთის ფედერაციის მიერ CFE–ის ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნილ ინსპექციებს.

საგარეო უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ მისი გადაწყვეტილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფს აცნობა.

რუსეთმა CFE–ის ხელშეკრულებასა და მისგან გამომდინარე შეთანხმებების მოქმედება  2007 წლის ივლისში, საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე ცალმხრივად შეაჩერა იმ დრომდე, ვიდრე CFE-ის ხელმომწერი სახელმწიფოები არ მოახდენენ მის რატიფიცირებას.

“2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით, რომელიც დასრულდა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები, ისე CFE-ის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც გაწერილია მის პრეამბულაში და ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს ''თავი შეიკავონ როგორც ერთმანეთთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალით მუქარისგან, როგორც რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ასევე რამე სხვა სახით, რომელიც შეუთავსებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებთან და პრინციპებთან", – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

„ამჟამად, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც CFE-ის  ხელშეკრულებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევით აგრძელებს უკანონო სამხედრო აღმშენებლობას“, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ამ დრომდე „საქართველო განუხრელად ასრულებდა ხელშეკრულებით და საფლანგო დოკუმენტით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10