Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი შავი ზღვის სანაპიროზე „ახალი დიდი ქალაქის“ აშენებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'11 / 11:57

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 4 დეკემბერს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, სეპარატისტულ აფხაზეთთან ახლოს, თბილისის შემდეგ „მეორე დიდი ქალაქი“ აშენდება, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუბნების „მყარი საფუძველი“ გახდება.

ზუგდიდში საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა სახელწოდებით "ლაზიკა" მომავალ წელს დაიწყება. მისი თქმით, ახალი ქალაქი ანაკლიასა და ყულევს შორის განთავსდება.

„ეს იქნება დიდი ქალაქი იმიტომ, რომ ჩემი ვარაუდით ათ წელიწადში აქ იქნება მინიმუმ ნახევარი მილიონი მაცხოვრებელი და ეს იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ და იქნება მთავარი სავაჭრო, კომერციული და ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და შავ ზღვაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მომავალ წელს, გაზაფხულიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის... რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ ამ ახალი ქალაქის მშენებლობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიაში და ევროპაში, რათა მათ ჩადონ ფული ამ ახალი ქალაქის მშენებლობაში. მე მინდა მოვუწოდო საქართველოდან წასულ ხალხს... დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი სიამაყე საქართველოსი, ახალი ქალაქი, რომელსაც ჩვენ შევქმნით ნოლიდან“.

მისი თქმით, 90–იანი წლების დასაწყისში, რუსეთმა აფხაზეთი შეარჩია საქართველოზე დარტყმის განსახორციელებლად, რადგანაც ეს რეგიონი ყველაზე იმედის მომცემი იყო ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით. 

„მიუხედავად მტრის ამ გეგმებისა, ჩვენ შევქმნით ახალ დიდ ქალაქს, რომელიც თავიდანვე იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს სოხუმია, იქნება მყარი საფუძველი, რომ საქართველო აუცილებლად დაბრუნდება ჩვენ სხვა ტერიტორიებზე, იმიტომ რომ საქართველო, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია აფხაზეთის გარეშე. მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება განვითარება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მოძრაობა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება იმ მომენტის მოლოდინი, როცა იმპერია აუცილებლად ჩამოიშლება და ჩვენ აუცილებლად გაგვიჩნდება შესაძლებლობა და ადგილი მანევრირებისთვის იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები აღვიდგინოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამისთვის საქართველოს „მუდმივი განვითარება და წინსვლა“ სჭირდება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48