Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რესპუბლიკური პარტია პროკურატურას ‘კანონის ტექსტის შეცვლის’ ფაქტის გამოძიებას თხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'11 / 19:09

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პროკურატურას მიმართა გამოიძიოს პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონის „ტექსტის შეცვლის“ ფაქტი.

მისი თქმით, მესამე მოსმენით 28 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტის მეორე მუხლი კანონისთვის უკუქმედების ძალის მინიჭებას ითვალისწინებდა, ამ კონკრეტულ მუხლში განხილვის დროს არანაირი ცვლილების შეტანა არ განხილულა ან გადაწყვეტილა, თუმცა ის 29 დეკემბერს დღისით შეცვლილი სახით გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა. მოგვიანებით, იმავე დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამოქმედებულ კანონს უკუქცევითი ძალა არ გააჩნია. 

„პარლამენტიდან წავიდა ტექსტი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად, რომელშიც ცვლილებების შეტანა არის დაუშვებელი პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე და რომლისთვისაც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 341–ე მუხლი – ესაა სამსახურეობრივი სიყალბე, ასევე 333–ე მუხლი, რომელიც არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, – განაცხადა უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „ან მოხდა დანაშაულის ჩადენა პარლამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ, რომელთაც პარლამენტის წევრთა მიერ კენჭნაყარი ტექსტი შეცვალეს და ისე გაუგზავნეს პრეზიდენტს ან პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც ტექსტში შეიტანა შესწორება“.

უსუფაშვილის ვარაუდით, ტექსტი იმის გამო შეიცვალა, რომ „ამ თემას მოყვა ძალიან სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი“, მათ შორის საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ განცხადების გავრცელების გზით. 

“და ხელისუფლებამ დაინახა, რომ ასეთი პუნქტის ამ სახით დატოვებით მათ ძალიან სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ, ამიტომ წავიდნენ გაყალბებაზე, კანონის ტექსტის შეცვლაზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე და კანონიდან სიტყვის მოპარვაზე“, – განაცხადა მან. 

“ამიტომ მე მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რომ ამ დანაშაულის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, თუ ვინ რა ქმედებები ჩაიდინა სწორედ დაჩქარებული წესით კანონის გაყალბების თაობაზე და გამოავლინონ დამნაშავეები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიამ, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებთან“, კონსერვატორებთან და ხალხის პარტიასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოკავშირეა – ყველა მათგანს ჯამში ბოლო ორ თვეში 4.1 მლნ ლარი ჩაერიცხათ ივანიშვილისა და ფეხბურთელ კახი კალაძის კომპანიებიდან – მიღებული თანხები დაჩქარებული წესით დახარჯა კანონში თავდაპირველად გათვალისწინებული უკუქცევითი ნორმის ამოქმედების მოლოდინში. 

იმავდროულად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, რომლებიც იმ ორგანიზაციებს შორის იყვნენ, რომლებიც პრეზიდენტს აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ, 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ კანონში შესწორებები „პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დარღვევით მიიღო“, რადგან მასში მე-2 მუხლი, რომელიც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის და მათთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის კანონის დარღვევით მიღებული დაუხარჯავი შემოწირულობების თანხის გამცემისათვის დაბრუნებას, გაჩნდა მხოლოდ მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, მაშინ როცა განხილვის ამ ბოლო სტადიაზე მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი.

“მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია რა ეტაპზე განიცადა კანონის აღნიშნულმა მუხლმა ცვლილება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს პარლამენტს გამოაქვეყნოს „ცვლილებების ის ვერსია, რომელსაც მესამე მოსმენით ეყარა კენჭი და ხელმოსაწერად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19