Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახური კონტროლის პალატაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 იან.'12 / 17:48


პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე, 4 იანვარი. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

კონტროლის პალატაში მუშაობას შეუდგა ახლად შექმნილი სამსახური, რომლის ფუნქციაც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგია.

კონტროლის პალატის ამ ახალი სამსახურის უფროსად ნათია მოგელაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე პროკურორად მუშაობდა. ის იყო ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც შარშან შემოდგომაზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ პირველ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

მოგელაძემ 4 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი სამსახური მოწოდებულია მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას პარტიათა დაფინანსების ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული პირობები.

3 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ხელი მოაწერეს  ურთიერთანამშრომლობის  მემორანდუმს, რომელიც, კონტროლის პალატის განცხადებით, მას ”პარტიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტის დადგენაში” დაეხმარება.

პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების ახალი, გამკაცრებული რეგულაციები ძალაში დეკემბრის ბოლოს შევიდა, რომლის მიხედვით იურიდიული პირებს, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალათ; ფიზიკური პირების მიერ პარტიებისთვის ყოველწლიური შემოწირულობის ზედა ზღვარი 60 000 ლარამდე გაორმაგდა; ასევე დაწესდა პარტიის საწევროზე ზედა ზღვარი, წელიწადში 1 200 ლარის ოდენობით.

ის შეზღუდვები, რომელსაც კანონი პოლიტიკურ პარტიებს უწესებს, ასევე ვრცელდება იმ იურიდიულ პირზეც, რომელიც ”პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.” შეზღუდვები ასევე  ვრცელდება ”პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო  მიზნები და ამოცანები.”

5 იანვარს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ ფინანსური დეკლარაციის წარმოდგენა მილიარდელი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებასაც” მოუწევს, რადგან მას ”გაცხადებული პოლიტიკური მიზნები” გააჩნია. მოგელაძემ იქვე დასძინა, რომ ”ქართულ ოცნებას” დეკლარაციის წარმოსადგენად ”გონივრული ვადა” მიეცემა.
 
აქამდე პარტიები ვალდებულნი იყვნენ ფინანსური დეკლარაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წარედგინათ, თუმცა კომისიის უფლებამოსილებები მონიტორინგის კუთხით საკმაოდ შეზღუდული იყო. ახალი რეგულაციების თანახმად, კონტროლის პალატას ამ კუთხით საკმაოდ ფართო უფლებები ენიჭება.

პარტია ვალდებული იქნება, რომ კონტროლის პალატას 3 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია შემოწირულობის შესახებ; ასევე 1 თებერვლამდე წარუდგინოს გასული წლის საფინანსო დეკლარაცია აუდიტორული ფირმის დასკვნასთან ერთად, რომელიც კონტროლის პალატამ ვებ–გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს, ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან სამ კვირაში ერთხელ წარუდგინოს კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიში.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოო ვარიანტში საგრძნობლად არის გაზრდილი კონტროლის პალატის უფლებამოსილებები კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით.

კონტროლის პალატას გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალურ სარჩევნო კომისიას ეკისრება პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის კუთხით. კონტროლის პალატას, კანონის თანახმად, ხელი მიუწვდება პარტიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფინანსურ ინფორმაციაზე.

კონტროლის პალატას უფლება ეძლევა განახორციელოს სანქციები და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურას.

კონტროლის პალატას შეუძლია მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დააკისროს ჯარიმები პარტიებს და პირებს, თუ ისინი პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აკრძალულ შემოწირულობებს მიიღებენ ან ამ ინფორმაციას დამალავენ; ასევე ამგვარი შემოწირულობის გამცემ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

კონტროლის პალატას ასევე შეუძლია 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისროს პარტიას ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულების, შეუსრულებლობის გამო. ამასთან, კონტროლის პალატას შეუძლია პასუხისმგებლობის დაკისრება ზემოთჩამოთვილილი ქმედებების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

ამ ნორმების არაერთგზის დარღვევის გამო, თუ ისინი უკავშირდება არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს, კონტროლის პალატას ასევე ენიჭება უფლებამოსილება, რომ მიმართოს ცესკოს, რათა პარტია მოიხსნას არჩევნებიდან.

გარდა ამისა, კონტროლის პალატას შეუძლია ყადაღა დაადოს პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას და საბანკო ანგარიშებს ისე, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს ყადაღის მოქმედებას. კანონში არაფერი წერია კონკრეტულად, თუ რა შეიძლება იყოს ყადაღის დადების საფუძველი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24