Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეობას დაიბრუნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 იან.'12 / 12:17

მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეობას დაიბრუნებს, რაც მას საშუალებას მისცემს პირადად შექმნას და უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პარტიას, თუმცა თუ ამას ვერ შეძლებს, მას სათადარიგო გეგმაც აქვს, რომლის თანახმადაც, მისი სახელით ამას მისი მეუღლე გააკეთებს.

ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა თხოვნით მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად, რაც მას პოლიტიკური პარტიის შექმნაში მონაწილეობის და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის საშუალებას მისცემს.

ივანიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 15 იანვარს, რომ თავდაპირველად იგი თავისი 19 წლის ვაჟის, უტას დასახელებას გეგმავდა ჯერ კიდევ შესაქმნელი პარტიის ლიდერად იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებდა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას, თუმცა ეს გეგმა ჩავარდა, რადგანაც მისი უფროსი ვაჟი ასაკის გამო ვერ მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამიტომაც ამ ამოცანის დაკისრება ივანიშვილის მეუღლეზე გადაწყდა. მან ასევე განაცხადა, რომ ოჯახის წევრის ჩართვა მნიშვნელოვანია პარტიის პირადად მასთან ასოცირების სადემონსტრაციოდ.

თუმცა, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მეორადი გეგმაა და „ამის ალბათობა ძალიან მცირე რჩება, ერთი პროცენტი ან ორი“, რომ მისი ამოქმედება გახდეს საჭირო.

„ისევე როგორც ეკას შემთხვევაში ისინი იძულებული გახდნენ სამართლებრივ მინდორზე შემოსულიყვნენ და აღუდგინეს მოქალაქეობა... ასევე იძულებული გახდება ერთი კაცი მეც დამიბრუნოს დროულად მოქალაქეობა“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე განაცხადი უკვე შეიტანა.

ივანიშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სანამ მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრებოდა.

ივანიშვილთან ერთად ეკა ხვედელიძეც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მზად არის საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში პასუხისმგებლობა იკისროს.

„მე პოლიტიკაში ჩემ მეუღლესთან ერთად მოვედი. როგორც ჩემმა მეუღლემ განგიმარტათ, ეს იყო ოჯახური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, რომ გარკვეულ მომენტში გარკვეული პასუხისმგებლობა აგვეღო საკუთარ თავზე“, – განუცხადა ეკატერინე ხვედელიძემ ჟურნალისტებს.

„დღეს დადგა ისეთი მომენტი, რომ ჩემ მეუღლეს უზღუდავენ პოლიტიკურ მოქმედებას, აქტიურობას. შესაბამისად, მე გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობიდან ყველაფერს, რაც კარგი იქნება ჩემი ოჯახისთვის და ჩემი სამშობლოსთვის. მე მგონი, ყველაფერი გამოგვივა იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ქალბატონების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ თვალს, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ქალბატონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან პრინციპულობით, მიზანდასახულობით და საქმისადმი თავდადებით. მე მგონი, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს; ყოველ დღეს მოაქვს გამარჯვება ჩვენთვის და ყველაზე დიდ გამარჯვებას უკვე საარჩევნო დღეს მოვიპოვებთ“, – განაცხადა მან. 

„მე არაფრის არ მეშინია და ყველაფრისთვის მზად ვარ", – დასძინა მან.

ივანიშვილის თქმით, მას კარგად მოფიქრებული სამოქმედო გეგმა აქვს. აქვე მან აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა ბოლო დროს მის წინააღმდეგ გამოთქმული „საყვედურები“ იმის თაობაზე, რომ ის პოლიტიკურად საკმარისად აქტიური არ არის, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის კამპანიური ღონისძიებების ფონზე.

„ერთ პატარა მიმართვას გავაკეთებ ჩემი მხარდაჭერების მიმართ და არა მარტო მათ მივმართავ, რომ ხშირად ისმის საყვედურები, რომ დაბალი აქტიურობაა ჩვენი გუნდიდან, პირადად ჩემზე მოდის ეს საყვედურები. მე მინდა დავაწყნარო ყველა და ავუხსნა, რომ ყველაფერი კარგადაა; მე ყველაფერი გააზრებული და დაგეგმილი მაქვს; ყველაფერი იქნება დროულად და კარგად. ყველაფერი იქნება კარგად არა მარტო ჩემი მხარდამჭერებისათვის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის; იყავით წყნარად, დინჯად და დაელოდეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ნუ შეეცდებით პარალელები გააკეთოთ იმ კაცთან, რომელიც ისტერიულად დარბის და აგრძელებს, ოღონდ უფრო აქტიურ ფორმაში, შექმნას ის ფასადური შეხედულებები, რომ აღმშენებელია და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო აღორძინდეს. რეალურად, საქართველოში დღეს კეთდება, უკეთეს შემთხვევაში, იმის მეათედი, რაც უნდა კეთდებოდეს. და ის მეთათედიც, რაც კეთდება – ეს კაცი ამას მიიწერს და ისე გვაწვდის ამას, თითქოს თვითონ იყოს ამის გამკეთებელი. არადა მისი პოლიტიკის შედეგია ის, რომ მხოლოდ მეათედი კეთდება იმისა, რაც უნდა კეთდებოდეს რეალურად. ამავდროულად, ის მუდმივად ილანძღება და იწყევლება ტელევიზიიდან. მე იმის მეშინია, რომ კიდევ არ გააოცოს მსოფლიო და გინებაც არ დაიწყოს ტელეეკრანებიდან და ღამეს რომ დღე მოყვება, თვითონ არ მიიწეროს“, – განაცხადა მან.

  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38