Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონტროლის პალატა ივანიშვილის მოძრაობას ‘თვალთმაქცურ’ გარიგებაში ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 იან.'12 / 16:27

კონტროლის პალატამ მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დაახლოებულ კომპანიასთან მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების გზით 1.1 მილიონი ლარის მიღებაში დაადანაშაულა, რაც კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.

კონტროლის პალატის პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა 26 იანვარს, რომ მოძრაობა „ქართულ ოცნებაზე“ ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონი, რომელშიც ახალი რეგულაციები დეკემბრის ბოლოს შევიდა. მართალია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტია არ არის, მაგრამ კანონში ნათქვამია, რომ პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსებისთვის დაწესებული შეზღუდვები ასევე უნდა ვრცელდებოდეს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირდებიან ან რომელთაც „გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები“ გააჩნიათ. ეს სადავო ახალი ცვლილებები პოლიტიკურ პარტიებს და მათთან ასოცირებულ ჯგუფებს იურიდიული პირებისგან, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს.

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ იგი „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს ორგანიზაციად, რომელსაც „გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები“ გააჩნია და ამიტომ მასზე ახალი რეგულაციები ვრცელდება.

კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ 26 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელიტა ბურჯთან“ მომსახურების შესყიდვაზე და 29 დეკემბერს ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ელიტა ბურჯს“ საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა.

„ელიტა ბურჯის“ მფლობელი ოფშორული კომპანია Ringold Finance Limited–ია, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. „ელიტა ბურჯი“ ქართუ ჯგუფთან ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა.

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ 17 იანვარს „ქართული ოცნებისგან“ მიღებული 2 მილიონი ლარიდან „ელიტა ბურჯმა“ 100 000 ლარი საზოგადოებრივი მოძრაობის ანგარიშზე დააბრუნა. 20 იანვარს კი 1 მილიონი ლარი გადაურიცხა უკან „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნებისთვის“ 25 იანვარს გაგზავნილ წერილში პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ სახეზეა „თვალთმაქცური“ გარიგებების ნიშნები და ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიაენებების შესახებ კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად“, რაც მიზნად ისახავს იურიდიული პირისგან მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისათვის კანონიერი სახის მიცემას.

მოგელაძე ასევე წერს, რომ შესაძლოა განხორციელდეს უკანონოდ მიღებული დაფინანსების ჩამორთმევა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა. თუმცა, იგი ასევე წერს, რომ სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად „ქართულ ოცნებას“ შეუძლია 1.1 მილიონი ლარი ისევ „ელიტა ბურჯს“ გადაურიცხოს. 

„ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, საპასუხო განცხადებას დღესვე მოგვიანებით გააკეთებს. იმავდროულად, ზაქარია ქუცნაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთმა იურიდიულმა მრჩეველმა, განაცხადა, რომ კონტროლის პალატა უკანონოდ ერევა კერძო კომპანიის ფინანსურ საქმიანობაში.  

ახალი სადავო რეგულაციები, რომელიც დაფინანსების წესებსა და მონიტორინგის მექანიზმებს ამკაცრებს, უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის სამიზნე რჩება. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციები ბუნდოვანია და ხელისუფლებას ოპონენტების წინააღმდეგ მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად.

ოპონენტები ხშირად აცხადებენ, რომ ცვლილებები ხელისუფლებამ უშუალოდ მილიარდელი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიიღო.

ამ ბრალდებების საპასუხოდ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალ „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავდა ხვრელების ამოვსებას იმისათვის, რომ „დიდ ფინანსებს არ ჰქონდეს დისპროპორციულად დიდი გავლენა დემოკრატიულ პროცესზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე“.

“თუ საუბარია იმაზე, რომ ეს დაემთხვა იმას, რომ კონკრეტული პერსონა გამოჩნდა, ეს ასეც არის ხოლმე ხშირად, კი. კონკრეტული პოლიტიკური განვითარებები ახდენს დემონსტრირებას  აშკარა ხვრელების ან კანონმდებლობაში არსებული ხვრელების ბოროტად გამოყენების მცდელობისა“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ სისტემა იყოს დაცული ბოროტად გამოყენებისგან დიდი კაპიტალის მიერ და ამ პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა და ამ ნაბიჯთან მიმართებაში ერთ–ერთი ფაქტორი იყო ის, რაც ჩვენ ყველამ დავინახეთ: გამოჩნდა ისეთი ადამიანი ვინც თქვა, რომ ‘აქ არის რაღაც ხვრელები და მე ამ ხვრელების გამოყენებით ამ რეგულაციებს გვერდს ავუვლი’. ეს არის და ეს. ეს არავითარ შემთხვევაში არც გულისხმობდა და არც შეიძლება გულისხმობდეს კონკურენციის რაიმე სახით შეზღუდვას,“– განაცხადა მან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34