Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ობამა-სააკაშვილის შეხვედრა თეთრ სახლში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 იან.'12 / 04:43

  • ‘საქართველო მიღწეული პროგრესით განსაკუთრებულად ამაყი უნდა იყოს’;
  • ‘ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს’;
  • ‘ხელისუფლების გადაცემა რეფორმებს უფრო განამტკიცებს’;
  • ‘შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხილვა’;
  • ‘საქართველო მოდელია მთლიანად რეგიონისთვის’;
  • ‘საქართველო საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობით მოქმედებს’.


პრეზიდენტები ბარაქ ობამა და მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრას მართავენ თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში, 30 იანვარი. ფოტო: თეთრი სახლი/პიტ სოუზა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უთხრა თავის ქართველ კოლეგას 30 იანვარს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო თავის რეგიონში დემოკრატიის მოდელია და რომ ის ახლა ელის საქართველოში „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“ ჩატარებას, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ოვალურ დარბაზს „ძალიან ბედნიერი" ტოვებს, "რადგან ძირითადად მივიღეთ ის, რაც გვინდოდა.“

პრეზიდენტმა ობამამ შეაქო საქართველოს „პროგრესი, რომელსაც ადგილი აქვს სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის“ გზაზე და დასძინა, რომ საქართველოს მოსახლეობა ამის გამო „განსაკუთრებულად უნდა ამაყობდეს.“ მან პირადად პრეზიდენტი სააკაშვილიც შეაქო განაცხადა რა, რომ „პრეზიდენტის მეთაურობით საქართველომ უზარმაზარ წინსვლას“ მიაღწია.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მე აღვნიშნე, იყო ჩემი მადლიერების გამოხატვა ინსტიტუციონალური მშენებლობისთვის, რასაც ადგილი აქვს რუსეთში [საქართველოს მაგივრად მან შეცდომით რუსეთი თქვა, თუმცა მაშინვე გამოასწორა] - საქართველოში; ასევე უმცირესობათა პატივისცემის მნიშვნელობა, პოლიციის მნიშვნელობა და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობა,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ასე რომ მინდა დავაფასო ის სამუშაო, რომელიც უკვე გაკეთებულია, მაგრამ ასევე მოველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს,“ – განაცხადა ობამამ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის თეთრ სახლში გამართული პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები იყო.

„ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რასაც ადგილი ექნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე ტარდება,“ – დასძინა მან.

არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი „საკონსტიტუციო სისტემა, უფრო მეტად საპარლამენტო მთავრობის“ სახით.

სააკაშვილმა იქვე დასძინა, მიმართა რა ობამას: „თქვენ სწორად აღნიშნეთ, მომდევნო წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ. ეს ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ჩვენს დემოკრატიას კიდევ უფრო წინ წავწევთ და ზოგადად კიდევ უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური პოლიტიკური გარემო გვექნება.“

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება „უკვე ისედაც ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები“, კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

„საქართველომ ეფექტური თავისუფალი ბაზრის შექმნის კუთხით წინ წაიწია; უფრო მეტი პროგრესია საჭირო. აშშ-ს სურს, რომ ამ პროგრესის მიღწევაში დაგეხმაროთ,“ – განაცხადა ობამამ.

„ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ორ ქვეყანას შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და მრავალი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს განხილული,“ –განაცხადა მან.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივის“ წამოწევისთვის და დასძინა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ პროგრესს.

თავდაცვით და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ობამამ განაცხადა, რომ ის მადლობას უხდის საქართველოს იმ „განსაკუთრებული წვლილისთვის“, რომელიც მას ავღანეთის ოპერაციაში შეაქვს. ობამამ საქართველო დაახასიათა, როგორც ნატო-ს არა წევრ ქვეყნებს შორის ISAF-ის ოპერაციისადმი „ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავდადებული“ მოკავშირე.
 
„ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თავდაცვით სფეროში ჩვენი თანამშრომლობა; საკითხთა ფართო წრეა, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მე ასევე დავარწმუნე პრეზიდენტი [სააკაშვილი], რომ აშშ საქართველოს ნატო-ში სწრაფვისადმი მხარდაჭერას გააგრძელებს,“ – დასძინა ობამამ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამას ადმინისტრაციას „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე აყვანისთვის“ და „საქართველოს თავდაცვსიუნარიანობის განვითარების“ აუცილებლობის აღნიშვნისთვის.

„ეს ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია ჩემი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ მადლიერია იმის გამო, რომ საქართველოს „დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელი“ სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის.

„მიგვაჩნია, რომ მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში ამ პროგრესის გაგრძელების პირობებში სხვა სახელმწიფოები იტყვიან ‘თუ საქართველომ შეძლო ეს ტრანსფორმაცია, მაშინ ამას ჩვენც შევძლებთ’. [საქართველო] საერთაშორისო არენაზე, ისევე როგორც ორმხრივ ფორმატში, პასუხისმგებლობით მოქმედი მოთამაშეა,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23