Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვალერი გელბახიანი გირაოთი გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'12 / 16:52

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება ედება ბრალად, 21 თებევალს 50 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი – რომელიც უჩვეულოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მსგავს ბრალდებებს ეხება – სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს გელბახიანის დაპატირებიდან მეორე დღეს გამოიტანა.

ვალერი გელბახიანს, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ–ერთ ხელმძღვანელს 2008 წლის 22 იანვარს შეთქმულების მოწყობაში ბრალი იმ ფარული ვიდეო-ჩანაწერის საფუძველზე წაუყენეს, სადაც გელბახიანი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან ერეკლე კოდუასთან განიხილავდა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმებს.

თუმცა ბრალის წაყენების მომენტში გელბახიანი უკვე გასული იყო ქვეყნიდან. ბრალდებულ გელბახიანს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2008 წლის 2 თებერვალს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ათვლაც მისი დაკავების დღიდან უნდა დაწყებულიყო. მასზე ძებნა ოფიციალურად იმავე წლის 4 თებერვალს გამოცხადდა.

„მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და მომცა იმის საშუალება, რომ საზოგადოებასთან ვიკონტაქტო“, – განუცხადა გელბახიანმა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობის წინ და დასძინა, რომ იგი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. მოსამართლემ ასევე გაითვალისწინა გელბახიანის ასაკიც – იგი 56 წლისაა – და „ჯანმრთელობის მდგომარეობა“ და შეუცვალა აღკვეთი ღონისძიება. ბრალდების მხარე გელბახიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22