Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხაშურის პოლიციაში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გარემოების თაობაზე ეჭვები გაჩნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 თებ.'12 / 15:53

ხაშურის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი სოლომონ ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად მიყენებული ტრამვების გამო 28 თებერვალს გარდაიცვალა, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.

შსს–ის მიერ 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქურდობის ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა ადრე ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე.

“დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე  კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიცია აცხადებს, რომ ადგილზე „დაუყოვნებლივ“ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ქიმერიძე ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

„მიმდინარე წლის  28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა“, – აცხადებს შსს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

ქიმერიძის ოჯახის წევრები პოლიციის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და სიმართლის დადგენას ითხოვენ. გარდაცვლილის შვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, რომ პოლიციაში „ზოგი ამბობს კიბეებზე დაგორდა და ზოგი ამბობს აივნიდან გადმოვარდაო“.  ოჯახის განცხადებით, გარდაცვლილს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები და ჩალურჯებები, მათ შორის სახის არეში.

სოფელ ქვიშხეთში, რომლის მკვიდრიც იყო, გავრცელებული ინფორმაციით, ადრე ჯართის ქურდობისთვის ნასამართლევი ქიმერიძე, გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი.

„შეიძლება დადასტურებულად ვთქვათ, რომ ადამიანი არის ნაწამები და წამების დროს შემოაკვდათ ხელში. ლაპარაკი იმაზე, რომ საიდანღაც გადმოხტა, არის ზღაპრები, რომლისაც დღეს აღარავის არ სჯერა. ამიტომ ეს საქმე არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი და სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს რეალური ექსპერტიზა“, – განუცხადა სუბარმა „მაესტროს“.

მან ასევე მიმართა სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, რომ თავად აიღოს კონტროლზე ეს საქმე და ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა.

“მეტად ვენდობით ბუნებრივია მის [ომბუდსმენის] ექსპერტიზას, ვიდრე ექსპერტიზას, რომელსაც ჩაატარებს იუსტიციის სამინისტრო ან შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა სუბარმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19