Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'12 / 13:57

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და ვიზების გარეშე დარჩენას 90 დღის განმავლობაში შეძლებენ, ნათქვამია პრეზიდენტის №149-ე ბრძანებულებაში.

პრეზიდენტის ბრძანებულების "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების თარიღი 29 თებერვალია, ერთი დღის თავზე მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოვეწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს, რათა „უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას“.

2010 წლის ოქტომბერში საქართველომ 90–დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისთვის, ხოლო რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს ვიზების აღება საქართველოში შემოსვლისას შეეძლოთ.   

„ჩვენ მჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს ვართ დაინტერესტებული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა 28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას. „ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას“.

მისი თქმით, რუსეთთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე შეთანხმება კარგი მაგალითია იმისა, რომ რუსეთთანაც კი შესაძლებელია შედეგის მიღწევა, „თუ შენ პრინციპებზე მყარად დგახარ“.

„ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. ამიტომ, მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ახალი ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული და შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს... იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოში არავინ დაუშლის „მონატრებული ქართული ღვინისა და ბორჯომის დალევას“. რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს აკრძალა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28