Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ეს შენ გეხება“–ს მორიგი ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო საკითხებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მაი.'12 / 16:58

სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა 7 მაისს პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.

კამპანიის წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა თებერვლიდან დაწყებული აქტივობის პირველ ეტაპზე მმართველ პარტიასთან კონსულტაციების გზით პარტიების შესახებ სადავო კანონში რიგი ცვლილებების შეტანას მიაღწიეს, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით უახლოეს ხანებში დაამტკიცებს. 

აქტივობის მეორე ეტაპზე წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები, რომელიც დეკემბერში მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსის ჩათვლით სულ ცხრა კანონში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას, ეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვას, საარჩევნო ადმინისტრაციების გამჭირვალობის უზრუნველყოფას, არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურების დახვეწას, საარჩევნო პერიოდში სუბიექტებისთვის მედია–თანაბრობის  უზრუნველყოფას და მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს. 

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით, რაც ასევე წინადადებათა პაკეტში შედის, საკაბელო ქსელების ოპერატორებს ეკისრებათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლებისა და თანამგზავრული მაუწყებლების სატელევიზიო სიგნალების სავალდებულო წესით რეტრანსლაციის ვალდებულება; თავის მხრივ, მაუწყებელიც უნდა იყოს ასევე ვალდებული, რათა მისცეს კომპანიას ტრანზიტის განხორციელების უფლება.

დღესდღეობით შექმნილი რეალობის თანახმად, საკაბელო ქსელების ნაწილი საკუთარი შეხედულებების საფუძველზე უარს აცხადებს რიგი არხების რეტრანსლირებაზე. მაგალითად, საკაბელო ქსელი „სილქ TV” არ გადასცემს ტელეკომპანია „მაესტროს“; „გლობალ TV“–ზე, რომელიც ერთადერთი საკაბელო ქსელია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული „მეცხრე არხი“ მაუწყებლობს, არ გადის „რუსთავი 2“ და „იმედი“ – ორი უმსხვილესი ნაციონალური მაუწყებელი, რომელთაც ამ საკაბელო ქსელიდან გათიშვა კომერციული მოტივებით ცოტა ხნის წინ საკუთარი სურვილით მოითხოვეს. არსებული ვითარება საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას საჭიროებს, რათა კანონპროექტის ავტორთა მოსაზრებით, არ დაირღვეს მომხმარებელთა უფლებები და არ შეიზღუდოს მედია პლურალიზმი.

ინიციატივის ავტორები პარლამენტს სთავაზობენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია და შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე დაწესდეს საარჩევნო წლის 1 ივნისიდან, ნაცვლად ამჟამად მოქმედი ნორმისა, როცა ათვლის წერტილად არჩევნების დანიშვნის დღეა მიჩნეული. საპარლამენტო არჩევნები ორი თვით ადრე ინიშნება.

წინადადებები ასევე მოიცავს იმ პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრის შევიწროვებას, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვს –  კერძოდ, აგიტაციაში მონაწილეობა არ უნდა შეეძლოთ მინისტრების მოადგილეებს, გამგებლებს და გუბერნატორებს, რომელთა ჩართულობაც ამ პროცესში მოქმედი საარჩევნო კოდექსით ნებარდართულია.

ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის ნაწილში საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს აგიტაციის გაწევის აკრძალვას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება; ამასთან 1 ივნისიდან უნდა აიკრძალოს ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელიც არ იყო მანამდე გათვალისწინებული ბიუჯეტში, ასევე საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, არაგეგმიური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმიური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში – ამ წესის დარღვევის გამო ხარჯების შეჩერება, სასამართლოს ნაცვლად, რასაც ამჟამად მოქმედი ანალოგიური ნორმა ითვალისწინებს, კონტროლის პალატას შეეძლება, ინიციატივის თანახმად.

საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტით, საბიუჯეტო რესურსების გამოყენების შეზღუდვის მიზნით, ასევე წესდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯის ცნება, რომლის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაც სავალდებულო იქნება და მისი არ გამოქვეყნების გამო პასუხისმგებლობა დაწესდება.

ამასთან, ახლებური ფორმულირება ხდება სოციალური რეკლამის, რომელიც კვლავინდებურად არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა, თუმცა ის ასევე არ უნდა შეიცავდეს მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოების, მიღწეული წარმატებებისა და გაწეული მომსახურების რეკლამას და მასში არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტი და კანდიდატი ან მათი რიგითი ნომერი. ამასთან, ინიციატივის თანახმად, მედია საშუალება ვალდებული უნდა იყოს, რომ განასაჯაროოს ინფორმაცია რეკლამის „სოციალური“ სტატუსის შესახებ, რომლის მინიჭებაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის პრეროგატივა უნდა იყოს.

კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიციის საარჩევნო კოდექსში შემოტანა. ასეთ რეკლამად, ინიციატივის თანახმად, ჩაითვლება მასმედიის საშუალებებით ნებისმიერი ფორმით გასული ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა მასში ნახსენებია საარჩევნო სუბიექტის სლოგანი, რიგითი ნომერი ან სხვა საიმიჯო რეკვიზიტები. ამასთან, გათვალისწინებულია სანქციებიც ფარული პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის, რაც თავდაპირველად შემოიფარგლება გაფთხილებით, ხოლო მეორე და მესამე გამეორებაზე, მედია საშუალების, შესაბამისად, 500 და 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებით.

პროექტის თანახმად, ფარული პოლიტიკური რეკლამის გავრცელების ფაქტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს. კომისიას მოქმედი საარჩევნო კოდექსიც ავალდებულებს მაუწყებლებზე მონიტორინგის განხორციელებას, თუმცა მომზადებული საკანონმდებლო წინადადებებით, მას ასევე ემატება  ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგების სავალდებულო განხილვისა და რეაგირების უფლებამოსილებაც. ამასთან წინადადებები მოიცავს, წინასაარჩევნო დებატების გამართვისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს.

საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული სხვა ცვლილებები უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლირების უზრუნველყოფას, ასევე ხმის დათვლის პროცედურების დახვეწას, რათა მოხდეს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის დროული გამოცხადება და გამოქვეყნება; ასევე შემაჯამებელ ოქმებში გამოუყენებელ და  გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობის მითითება (ეს ნორმა ახალი საარჩევნო კოდექსის დამტკიცებამდე მოქმედებდა); ასევე შემაჯამებელი ოქმის საოლქო კომისიაში გადაცემის მიღება-ჩაბარების დოკუმენტით დადასტურება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13