Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლაზიკას ‘განსაკუთრებული სტატუსი’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მაი.'12 / 14:44

შავი ზღვის სანაპიროზე, სეპარატისტულ აფხაზეთთან ახლოს დაგეგმილი ახალი ქალაქისთვის, ლაზიკასთვის განსაკუთრებული საკონსტიტუციო სტატუსის მინიჭების მიზნით 8 მაისს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდა.   

პარლამენტმა 8 მაისს კენჭი უყარა დადგენილებას კონსტიტუციური კანონის პროექტის ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე. 

„შევიტანეთ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ახალ საპორტო ქალაქს  – ლაზიკას, რომელსაც ვაშენებთ სამეგრელოს ტერიტორიაზე, უნდა მიეცეს განსაკუთრებული სტატუსი“, – განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში 9 მაისს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სემინარზე.

„განსაკუთრებული სტატუსი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ იქ, რა თქმა უნდა, განხორციელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია, მაგრამ მმართველობის განსაკუთრებული ფორმა იქნება სამოქალაქო დავების განხილვის, განსაკუთრებული იურისდიქცია იქნება იმისათვის, რომ ეს ადგილი გახდეს განსაკუთრებით მიმზიდველი ინვესტიციების განსახორციელებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისის შემდეგ „მეორე დიდი ქალაქის“ ანაკლიასა და ყულევს შორის ტერიტორიაზე აშენების გეგმებზე, სადაც მისი თქმით, „ათ წელიწადში იქნება მინიმუმ ნახევარი მილიონი მაცხოვრებელი“, მან პირველად 2011 წლის დეკემბერში ისაუბრა.

„ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია, რომ ლაზიკა, რომელიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთიდან რამდენიმე კილომეტრში, რომელიც მდებარეობს ყველაზე ღრმა კანიონთან შავი ზღვაზე, ბუნებრივ კანიონთან პორტისთვის, რომელსაც აქვს უზარმაზარი ტერიტორია და ძალიან კარგი კლიმატი, რომელიც არის ახლო რკინიგზასთან... ძალიან ბევრი წყალი არის იქ, ძალიან ბევრი სხვა საშუალებებია, რომ განვითარდეს იქაურობა“, – განაცხადა მან 9 მაისს.

„ლაზიკა, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური პროექტი“, – განაგრძო მან, „ქალაქის პროექტი არ არის რაღაც ჩემი ფანტაზია. ეს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ყველაზე მოკლე სავაჭრო გზა ჩრდილოეთ ჩინეთიდან და შუა აზიიდან ევროპაში გადის სწორედ საქართველოს პორტებზე, შემდეგ რუმინეთის და ბულგარეთის პორტებზე. არსებულ პორტებს დაემატება კიდევ დამატებითი ახალი პუნქტი, ახალი ლოგისტიკური ბაზა, საიდანაც ჩვენ გავალთ ევროპისკენ“.

კონსტიტუციაში თბილისს დედაქალაქის სტატუსი აქვს, ხოლო აჭარის რეგიონს და ასევე სეპარატისტულ აფხაზეთს – ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი. ცალკე კანონი განსაზღვრავს დედაქალაქის სტატუსს და ცალკე „საკონსტიტუციო კანონები“ არეგულირებენ აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსებს. სავარაუდოდ, ლაზიკას სტატუსის შესახებაც ახალი კანონი შემუშავდება მას შემდეგ, რაც ახალი ქალაქის განსაკუთრებულ სტატუსი კონსტიტუციით განისაზღვრება.  

დეკემბერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ „დაახლოებით 1 – 1.5 მილიარდი ლარის“ ინვესტიცია დასჭირდება საწყის ეტაპზე ქალაქის აშენებას.

„ჩვენ სადღაც 200 მილიონს ამ ოთხი წლის განმავლობაში დავხარჯავთ და დანარჩენს, მე ვფიქრობ, კერძო ინვესტიციებით მოვიზიდავთ“, – განაცხადა სააკაშვილმა დეკემბერში, „მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმიტომ, რომ ეს ქალაქი აკვიატება არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც 45% ჩვენი მოსახლეობის ცხოვრობს სოფლად, ჩვენ გვჭირდება ახალი ურბანული ცენტრები ამ ხალხის დასასაქმებლად და ამ ხალხის გადმოსაყვანად“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე New York Times–ის სტატიაში, რომელიც აპრილში ლაზიკას თემაზე დაიბეჭდა, ამბობს, რომ ინტერნეტში საიტებს ათვალიერებდა, როდესაც ე.წ. “ქარტიის ქალაქის” იდეას წააწყდა, რომლებსაც განსხვავებული საკანონმდებლო ბაზა და სასამართლო სისტემები აქვთ, რათა ინვესტიციებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველნი გახდნენ.

"ჩვენც ასეთი იდეა გაგვიჩნდა - რატომ არ შეგვიძლია მსგავსი რაღაც საქართველოში გავაკეთოთ?" განაცხადა ვაშაძემ, "მოვიძიეთ და ვნახეთ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე არის თავისუფალი სივრცე [ასეთი ქალიქისთვის]".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11