მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა 352 მლნ აშშ დოლარად გაყიდა რუსეთში მისი კუთვნილი ბანკი „როსიისკი კრედიტი“, რომელიც რუსეთის ოცი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის რიცხვში შედის.
10 მაისს ბანკის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბანკი კომპანია "უნიკორისგან" ინდივიდუალურ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინა, რომლებთანაც ამ გარიგების დასრულება 1 სექტემბრისთვის იგეგმება.
რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვის გეგმებზე ბიძინა ივანიშვილმა ოქტომბერში განაცხადა, როცა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა. მისი ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული Forbes-ის მიერ მარტში გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგში.