Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჰომოფობიის წინააღმდეგ ლგბტ აქტივისტების მსვლელობა შეხლა–შემოხლით დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მაი.'12 / 19:24


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსვლელობის მონაწილეს ექვსფერიანი ლგბტ დროშა უკავია, 17 მაისი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

თბილისის ცენტრში 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მონაწილეობით გამართული მსვლელობა ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენლებთან და მათი მომხრეების ჯგუფთან, რომელთაც აქტივისტებს გზა გადაუღობეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

რამდენიმე ათეული ლგბტ აქტივისტი, რომელთაგანაც ზოგს ცისარტყელას ფერებიანი დროშა ეკავათ, ზოგს კი ბანერები წარწერით: „მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი“ და „ჰომოფობია არჩევანია, ჰომოსექსუალიზმი არა“, თბილისის ცენტრში დაგეგმილი პირველი ასეთი მსვლელობის დაწყების წინ ფილარმონიის წინ შეიკრიბა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ დაიწყეს მსვლელობა, თუმცა სანამ გამზირს მიუახლოვდებოდნენ ისინი მამაკაცების ჯგუფმა შეაჩერა, რომელთა შორის "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები და სასულიერო პირებიც იყვნენ.

„გვიყვარხართ და არ გვინდა რომ დაიღუპოთ. თქვენი სული, თქვენი ხორცი არ გვინდა რომ დაიღუპოს“, – განაცხადა ერთმა ახალგაზრდამ იმ ჯგუფიდან, რომელმაც გეი აქტივისტებს გზა გადაუღობა, „გეები არ უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ცოდვა“.

„ეს არის არასწორი ცხოვრების პროპაგანდა“, – მიმართა ერთ–ერთმა სასულიერო პირმა მსვლელობის მონაწილეებს.

სასულიერო პირები იქვე მყოფ პოლიციელებთანაც მივიდნენ და თხოვეს შეეჩერებინათ „ეს უწესობა“; პოლიციელმა უპასუხა, რომ პოლიცია იქ წესრიგის დასაცავად და მსვლელობის მონაწილეების მიერ საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვის აღსაკვეთად იმყოფებოდა. „ვერ ავუკრძალავთ მსვლელობას“, – უთხრა პოლიციელმა სასულიერო პირს. „მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება“, – უპასუხა ამ უკანასკნელმა.

რაღაც მომენტში გეი აქტივისტებს და რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თუმცა, პოლიცია ჩაერია და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ლგბტ აქტივისტი დაპირისპირების ადგილიდან წაიყვანა, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს. 

დღესვე, სანამ ინციდენტი მოხდებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

„ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, ჰომოფობია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და სამწუხაროდ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში, „საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ ხშირია. ჰომოფობიური გამონათქვამები თუ სხვაგვარი ქმედებები კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ხშირად შეურაცხყოფს და საზოგადოებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.“

„თითოეულ ჩვენთაგანს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების პატივისცემა და მიღება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, „მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებებით და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება“.

დღესვე მოგვიანებით აშშ–ის საელჩოში გაიმართა შეხვედრა ლგბტ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს მთავრობის და უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, რომელსაც ელჩმა ჯონ ბასმა უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ აშშ–ის ელჩმა განაცხადა: "ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის საყოველთაო უფლებების სრულმასშტაბიან იმპლემენტაციას, უნდა არსებობდეს სივრცე ყველა სექსუალური ორიენტაციის ადამიანისათვის. სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, საზოგადოების სხვა წევრების მსგავსად, უნდა ჰქონდეთ საჯაროდ და მშვიდობიანად თვითგამოხატვის საშუალება, დანარჩენი საზოგადოების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შიშის გარეშე. ჯანსაღი, ენერგიული დემოკრატიის ერთ–ერთი მახასიათებელია განსხვავებული მოსაზრებების ადამიანთა მიერ საკითხთა ფართო სპექტრზე აზრის გამოხატვისა და მსჯელობის თავისუფლება ანგარიშსწორებისა და ძალადობის შიშის გარეშე. ჩვენი აზრით, ეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი და საფუძველია".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14