Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის კოალიცია ფინანსური დახმარების მსურველებისთვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივნ.'12 / 19:38

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს აქვეყნებს იმ მხარდამჭერებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დააფინანსოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ ვითარებაში, როცა „ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს“ პოლიტიკაში ივანიშვილის მონაწილეობა.

„თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახდა, როგორი მხარდაჭერა აქვს კოალიციას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს მისი პოლიტიკური აქტიურობა“, –ნათქვამია 21 ივნისს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია ასევე აცხადებს, რომ მან საბანკო რეკვიზიტების გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც  ამ თხოვნით ბევრმა მხარდამჭერმა მიმართა.

კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების საერთო შემოწირულობებმა წლის პირველ ექვს თვეში 1.17 მილიონი ლარი შეადგინა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8