Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ და კოალიციაში შემავალი პარტიები სამართალდამრღვევად ცნო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'12 / 19:17

კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ექვსი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ პარტიების შესახებ კანონის დამრღვევად ცნო, რის გამოც მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 859 684 ლარის გადახდა მოუწევთ, თუ სასამართლო კონტროლის პალატის ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 25 ივნისს განაცხადა, რომ საქმე ეხება კოალიციის ოფისების დაქირავებას და 476 614 ლარის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული. საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება.

ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაჯარიმდა „მენეჯმენტ სერვისი“, რომელსაც თავდაპირველად 4.76 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ოდენობა 2.38 მლნ ლარამდე გაუნახევრდა. კომპანია რაიმე კანონდარღვევას უარყოფს.

კონტროლის პალატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მიეცათ წინადადება პროპორციულობის პრინციპის დაცვით დაებრუნებინათ „უკანონო“ შემოწირულობა „მენეჯმენტ სერვისისთვის“, მათ ამის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

კონტროლის პალატა „სამართალდამრღვევებს“ შორის ასახელებს: კოალიცია „ქართული ოცნებაში“  შემავალ პარტიებს: რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები,  ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო , კონსერვატორული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; და საზოგადოებრივ მოძრაობას „ქართული ოცნება“.

კონტროლის პალატის თქმით, მათ მიერ „სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი პუნქტით გათვალსწინებული მოთხოვნების დარღვევა“.

ამ მუხლის თანახმად, უკანონო შემოწირულობის მიღება იწვევს ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული შემოწირულების ხუთმაგი ოდენობით.

ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიებს, რომლებსაც კონტროლის პალატა კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, ბიუჯეტში 476 614 ლარის გადარიცხვა, ხოლო ჯარიმის სახით დამატებით ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის  – 2 383 070 ლარის გადახდა დაეკისრებათ სასამართლოს მიერ კონტროლის პალატის გადაწყვეტილების დადასტურების შემთხვევაში.

მთლიანი თანხა –  2 859 684 ლარი, რომლითაც პარტიები შეიძლება დაჯარიმდნენ, მნიშვნელოვნად აღემატება იმ შემოსავალს, რომელიც 2012 წლის პირველ ექვს თვეში კოალიცია „ქართულმა ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა  (მრეწველების გამოკლებით) შემოწირულობის სახით ჯამურად მიიღეს 1.17 მილიონი ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართულმა ოცნებამ“ 492 917 ლარი მიიღო.

აღნიშნული ფინანსური ანგარიშები კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა, რომელმაც 23 ივნისს განაცხადა, რომ დამატებით ამოწმებს პარტიების დეკლარაციებში ასახული თანხების კანონიერებას, მათ შორის შემომწირველების გამოკითხვის გზით.

წინა კვირას კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა მხარდამჭერებს მისი ფინანსური დახმარებისკენ, რადგან ხელისუფლება ცდილობს „ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს“ ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34