Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა მერაბიშვილზე კომენტარი გააკეთა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ივლ.'12 / 12:42

შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დასახელება ახალ პრემიერ–მინისტრად „ამ ხელისუფლებას აღარ გადაარჩენს“, განაცხადა ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ივლისს და დასძინა, რომ ის დადებითი შთაბეჭდილება, რომელიც მას თავდაპირველად ჰქონდა მერაბიშვილზე, „ნელ–ნელა ფერმკრთალდება“.

„როგორი გადაადგილებებიც არ უნდა გააკეთონ... აქედან არაფერი აღარ შეიქმნება ახალი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ყაზბეგში სტუმრობისას, მცხეთაში კვირას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, „ჩემი აზრით, ისევ პოლიციის გაძლიერება სურთ და ძალადობის გაძლიერება სურთ საკუთარ ხალხზე. მაგრამ არაფერი არ გამოუვათ მაგათ. არავითარი გადაადგილება აღარ გადაარჩენს ამ ხელისუფლებას“.  

„მე ერთს ვურჩევდი მათ: გადაადგილებები კი არა, გონზე მოვიდნენ და კანონიერების ფარგლებში დაბრუნდნენ და საკუთარი ხალხის სამსახურში ჩადგნენ“, – განაცხადა მან.

კითხვაზე შეეცვალა თუ არა მას შეხედულება ვანო მერაბიშვილზე ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი „კარგ მენეჯერად, კარგ ორგანიზატორად და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებად“ მოიხსენია, ივანიშვილმა უპასუხა: „ეს აზრი ნელ–ნელა ფერმკრთალდება, რამდენადაც მე ვერ ვუყურებ, რომ ის ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ღებულობს“. 

„მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ“, – განაცხადა ივანიშვილმა 2011 წლის 12 ოქტომბერს თავის ღია წერილში.

1 ივლისს მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „მერაბიშვილსაც და სხვა მთავრობის წევრებსაც მე ვურჩევდი დროულად გონს მოეგნონ და კანონს დაემორჩილონ და საკუთარი ხალხის ნებას“. 

„იზრუნონ საკუთარი თავის გადარჩენაზე... ნუ დაწვავენ ხიდებს, მათ აღარ დარჩათ ბევრი დრო. უნდა ეცხოვრებოდეთ საკუთარ ქვეყანაში, ისე უნდა მოიქცნენ“, – დასძინა მან.

ამავე საკითხზე კვირას გაკეთებულ ცალკე კომენტარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით ანალიზი მოცემულ ვითარებაში რთული გასაკეთებელი იყო, რადგან „გაუგებარია დააწინაურეს თუ პირიქით პოლიციას ჩამოაშორეს“. „მთლიანად როდესაც დაკომპლექტდება მთავრობა, ალბათ უფრო კარგი ანალიზის გაკეთება შეიძლება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10