Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის დაღადაღებულ წილებს აუქციონზე ყიდიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ივლ.'12 / 19:36

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, 2 ივლისს ინტერნეტ აუქციონი გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებული აქციების 100%-ზე "ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე „პროგრეს ბანკში" მას შემდეგ, რაც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გასულ თვეში დაკისრებული  მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 26 ივნისს განაცხადა, რომ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს „პროგრეს ბანკში" და აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში".

ივანიშვილმა უარყო, რომ რაიმე წილებს ფლობს „ქართუ ბანკში“, რომლის მესაკუთრეა „ქართუ ჯგუფი“. მისი თქმით, კუთვნილი წილები მაისის დასაწყისში, შვილს, უტას გადაუფორმა. თუმცა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მას წილი აქვს მისი თანაპარტიელის და ყოფილი ფეხბურთელის კახი კალაძის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკში“, რომლის აქციებიც ნოემბერში შეიძინა.

"იმ ქონების იძულებით რეალიზაციას ახორციელებენ, რომელიც ივანიშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს", – განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.  

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელიც საქმის წარმოებისას ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი კვლავ წარმოადგენდა მესაკუთრეს, განაცხადა, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ მისი მიმართვის საფუძველზე ივანიშვილის აქციები "ქართუ ჯგუფში" –  151 880 661 ლარად, ხოლო „პროგრეს ბანკში" 3 566 498 ლარად შეაფასა – ამ თანხების 50%–ს შეადგენს პირველ იძულებით აუქციონზე წარდგენილი საწყისი ფასი.

„შესაბამისად სს "ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7%  საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი“, – აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო თავის პრესრელიზში.

ორივე ლოტი უკვე განთავსდა ონლაინ აუქციონის ვებ–გვერდზე, სადაც მოცემული ცნობების თანახმად, ,,ქართუ ჯგუფის" შემთხვევაში აუქციონი 10 ივლისის 18 საათამდე, ხოლო „პროგრეს ბანკის“ შემთხვევაში –იმავე დღის 19 საათამდე გასტანს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასევე განაცხადა, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, შეწყდება აუქციონის მიმდინარეობა და მოიხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პარტიების დაფინანსების კანონის დარღვევის მოტივით მასზე დაკისრებულ 74.32 მლნ ლარის ჯარიმას არ გადაიხდის, ვინაიდან სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უსამართლოა და ნაწილია იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ აწარმოებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7