Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია საარჩევო ქცევის წესების ხუთპუნქტიან დეკლარაციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'12 / 19:54

ნაციონალური მოძრაობა თანახმაა, რომ საარჩევნოდ პარტიათა ქცევის წესების შესახებ მის მიერ გასულ კვირას ინიცირებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას მეხუთე პუნქტად დაემატოს კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული „ღირებული“ შეთავაზებები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.  

„ვფიქრობ, ყველა პარტია, რომელიც დაინტერესებულია იმაში, რომ საარჩევნო პროცესი იყოს დაცული ძალადობისგან, იყოს დაცული ამომრჩევლის მოსყიდვისგან, იყოს დაცული ადმინისტრცაიული რესურსის გამოყენებისგან; პარტია, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში მართლაც ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და არა არჩევნების საბაბით რაიმე სხვა ტიპის პროცესები, ვფიქრობ ყველა ასეთი პარტიისთვის მისაღები უნდა იყოს ის პრინციპები, რომლითაც ჩვენ გამოვდივართ“, – განაცხადა მან 19 ივლისს ბრიფინგზე. 

"მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას დამატებით იმისა, რაც იყო შემოთავაზებული წინა კვირაში, დავთანხმდეთ და მივიღოთ ყველა ის პრინციპი, რომელიც შემუშავებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან", – აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა. 

მისი თქმით, მმართველი პარტია ამ „მაღალი სტანდარტის“ დოკუმენტზე დაელოდება იმ პარტიების გამოხმაურებას, რომლის „ინტერესშიც ნამდვილად შედის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არა არჩევნების საბაბით რაიმე სხვა პროცესების პროვოცირება“.

თავდაპირველად ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხპუნქტიანი დეკლარაცია, რომლის ბოლო პუნქტიც „ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებას“ ეხება, 14 ივლისს შესთავაზა პარტიებს ხელმოსაწერად.

რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ და ახალმა მემარჯვენეებმა, განაცხადეს, რომ ისინი შეუერთდებიან დეკლარაციას.

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართულმა ოცნება“ თავად იდეას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა შეიქმნას. კოალიციამ მმართველი პარტია პროცესის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან, მისი ინფორმაციით, ამ საკითხებზე არასამთავრობო სექტორში მანამდე იყო დაწყებული მუშაობა.

16 ივლისს კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების პრინციპები არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან და მმართველი პარტიის შეთავაზებულ პრინციპებს არასაკმარისი უწოდეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი 17–პუნქტიანი ინიციატივა და პარტიებს დიალოგის გზით ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს.

„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა გარკვეული მედიატორის როლიც იკისრეს ამ პროცესში და 18 ივლისს ცალკ–ცალკე საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს „ქართული ოცნების“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16