Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილს მეორე მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 აგვ.'12 / 14:23

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის 20.2 მილიონი ლარის ჯარიმის დაკისრების თაობაზე. ეს უკვე მეორე მრავალმილიონიანი ჯარიმაა, რომელიც მილიარდერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ორი თვის განმავლობაში დაეკისრა.   

ივანიშვილი ერთხელ უკვე დაჯარიმდა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევის გამო; ივნისში მას 74.32 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა, რის გადახდაზეც ის თავდაპირველად უარს ამბობდა, რასაც საქართველოში მისი საბანკო აქტივების დაყადაღება მოყვა. ივლისში მან „უკანონოდ“ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე სრულად გადარიცხა 80 მლნ ლარი (დაკისრებული ჯარიმა 74,325,065.65 ლარი და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარი) და განაცხადა, რომ მან ეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გააკეთა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ 5.5 მილიონი ლარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან წელს გაიტანა, შესაძლოა უკანონოდ ყოფილიყო გამოყენებული მისი და კოალიციის პოლიტიკური საქმიანობისთვის. აუდიტის სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი გონივრული ეჭვი გამოიწვია ივანიშვილის უარმა დახარჯული თანხის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია წარმოედგინა და ასევე იმ ფაქტმა, რომ თანხის განაღდება დაემთხვა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობების რიცხვის ზრდას. თუმცა, მტკიცებულებებში ბაკნიდან თანხების განკარგვის შესახებ ამონაწერის ხელახალი გადათვლის საფუძველზე სასამართლომ სადაო თანხად 4.04 მილიონი ლარი მიიჩნია, რისი ხუთმაგი ოდენობის ჯარიმაც დააკისრა ბიძინა ივანიშვილს.   

ჯარიმის ამ ოდენობის დაანგარიშება კანონის შესაბამისი პუნქტის ფარგლებში ხდება, რომლის თანახმადაც  ფინანსური ჯარიმა სადავო თანხის ხუთმაგ ოდენობას უნდა შეადგენდეს.

10 აგვისტოს ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ყოფილ ფეხბურთელთან და „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კახა კალაძესთან მიმართებაში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 16.9 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

ივანიშვილის და კალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები „აბსურდულია“. მათი თქმით, ისინი ამ გადაწყვეტილებებს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საქმის მოგების იმედი არ აქვთ და სასამართლო სისტემას ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარის მტკიცებულებებს არ ეფუძნება. მათ ასევე განაცხადეს, რომ შემაშფოთებელ ტენდენციას აქვს ადგილი, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცდილობს მტკიცების ტვირთი კერძო პირზე გადაიტანოს ნაცვლად იმისა, რომ თავად ეცადოს საკმარისი მტკიცებულების წარდგენას საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28