Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობა გაზარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 სექ.'12 / 20:09

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ დამატებით კიდევ ხუთი საარჩევნო უბანი გახსნა, რამაც ჯამში სხვა სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებთან აქამდე შექმნილი უბნების რაოდენობა 45–მდე გაზარდა.

დამატებითი საარჩევნო უბნები შეიქმნა ხუთი ქვეყნის ამდენივე ქალაქში: ოტავაში, დუბლინში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და ბარსელონაში.

ამ გადაწყვეტილების შედეგად სულ 36 ქვეყნის 43 ქალაქში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა. ამ ქვეყნებს შორის არ არის რუსეთი, რის გამოც იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.  

ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი (ოთხი) საბერძნეთშია - ორ-ორი ათენსა და სალონიკში; თურქეთში სამი უბანი გაიხსნა - ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში; ასევე სამი უბანია უკრაინაში -  კიევი, ოდესა და დონეცკი; აშშ-ში ორი უბანი – ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში; ასევე ორი უბანია ესპანეთში – მადრიდსა და ბარსელონაში.

საარჩევნო  უბნები ასევე გახსნილია 31 ქვეყნის შემდეგ ქალაქებში: ვენა; ბაქო; მინსკი; ბრიუსელი; სოფია; ბერლინი; კოპენჰაგენი; ლონდონი; ქაირო; ტალინი; თელ-ავივი; რომი; ნიქოზია; რიგა; ვილნიუსი; ჰააგა; ვარშავა; ბუქარესტი; პარიზი; ბრატისლავა; ერევანი; ტაშკენტი; ალ-ქუვეითი; ასტანა; სტოკჰოლმი;  ბერნი; პრაღა; ბუდაპეშტი; დუბლინი; ლისაბონი და ოტავა.

იორდანიასა და ირანში ორი უბანი თავდაპირველად შეიქმნა, თუმცა 13 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწვეტილებით ამ ორ ქვეყანაში უბნები გაუქმდა იქ ამომრჩეველთა არასაკმარისი რაოდენობის მოტივით.

ამის გარდა, ორი სპეციალური უბანია შექმნილი ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის - ორივე უბანი ჰელმანდის პროვინციაშია.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საზღვარგარეთის უბნები ერთ ოლქს შეადგენენ და მათ შედეგებს ცესკო აჯამებს.

10 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ ხმის მიცემა 42 613 ამომრჩეველს შეეძლება, საიდანაც 1 409 ამომრჩეველმა სპეციალური საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა. რეგისტრაციის ვადა, რისთვისაც ამომრჩეველი უბანზე პირადად ან ავტორიზებული წარმომადგენლის მეშვეობით უნდა გამოცხადებულიყო, რათა პირადობის დამადასტურებელი მონაცემები წარედგინა, 13 სექტემბრის 18 საათისთვის ამოიწურა.

ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 

თუმცა კანონმდებლობა უშვებს არჩევნების დღეს რეგისტრაციის შესაძლებლობას. საარჩევნო კოდექსის 31–მუხლის მე–12 პუნქტის თანახმად, ამომრჩეველი, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, „არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20