Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენის შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 სექ.'12 / 17:53

ბიძინა ივანიშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ აფხაზეთთან რკინიგზისა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს.

„რკინიგზაც და საავტომობილო ტრასაც ქართველებსაც და აფხაზებსაც გაუხსნის გზას რუსეთის ბაზრისაკენ, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისათვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რკინიგზის გახსნა „აფხაზ ბიზნესმენებსაც მისცემს თავიანთი ბიზნესის განვითარების საშუალებას და მათ ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობით დააინტერესებს“.

მან ეს განცხადება ზუგდიდში კამპანიის ფარგლებში გამართულ ხალხმრავალ შეკრებაზე გამოსვლისას გააკეთა, როცა აფხაზებთან ნდობის აღდგენის შესახებ საუბრობდა.

„დღეს მინდა ზუგდიდიდან მივმართო აფხაზებს: ჩვენ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ – ამას გამართლება არ აქვს. ჩვენ აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ ახლა დადგა დრო, როცა ურთიერთობის აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ, საერთო მომავალზე უნდა ვიზრუნოთ, დრო არ ითმენს... ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მან. 

აფხაზების მიმართ ივანიშვილმა კიდევ ერთი გზავნილი გააჟღერა, რომ გალის რაიონი გახდეს „დამაკავშირებელი ხიდი, შერიგების ხიდი ქართველთა და აფხაზთა შორის“. 

„ჩვენ ასეთ გეგმას შევთავაზებთ აფხაზებს: გამოვაცხადოთ გალი მშვიდობის რეგიონად“, – განაცხადა მან.

„ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს პროვოკაციებს და არ გამოიყენებს გალის მოსახლეობას აფხაზეთის წინააღმდეგ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. მსგავსი უღირსი პოლიტიკა სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება“, – განაცხადა ივანიშვილმა 22 სექტემბერს.

„სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. ჩვენ ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ ვითარებიდან ჩვენ აფხაზ ძმებთან ერთად. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს და რაც მთავარია, აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან მხოლოდ და არა იმ ძალადობამ და ძალადობრივმა გამონათქვამებმა, რასაც ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი]მუდმივად ხმარობს“, – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დევნილთა თავიანთ "სამშობლოში" დაბრუნების აუცილებლობაზე.

„აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმაც კი გათვლილი მაქვს", – განაცხადა მან, "რამდენი სახლი უნდა აშენდეს, რა თანხები დაჭირდება, როგორ უნდა დავაბრუნოთ – იცოდეთ ყველაფრის პროექტი უკვე გამზადებული გვაქვს და აუცილებლად ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებთ".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15