Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკო საარჩევნო უბნებში ფოტოვიდეო გადაღების შემზღუდველ წესებზე იმსჯელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 სექ.'12 / 15:43

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საღამოს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს იმ დადგენილების პროექტზე, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებში ფოტოვიდეო გადაღებაზე შეზღუდვების დაწესებას ისახავს მიზნად. 

დადგენილების პროექტზე მსჯელობა ცესკომ 23 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენელთა მხრიდან გამოხატული მწვავე კრიტიკის ფონზე, მისი განხილვა ერთი დღით გადაიდო.

დადგენილების პროექტი, რომლის კონკრეტული ინიციატორიც ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა არ დაასახელა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს –  დამკვირვებლებს, მედიის წარმომადგენლებს და პარტიების წარმომადგენლებს  – ფოტოვიდეო გადაღების შესაძლებლობას უზღუდავს, იმ მოტივით, რომ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლებაზე ზემოქმედება არ მოხდეს. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. 

ეს დებულება ახალი სარჩევნო კოდექსის მიღებამდეც მოქმედებდა, თუმცა არ აღმოჩნდა კოდექსის ახალ პროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ შარშან მოამზადა და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა ეს ჩანაწერი, რაც ნაციონალური მოძრაობა დათანხმდა გაეთვალისწინებინა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაცია არ აკრძალულიყო ფოტო და ვიდეო გადაღება საარჩევნო უბნებში.  

ცესკოს დადგენილების პროექტი რეგულაციებს სამ კატეგორიად ყოფს და ადგენს წესებს კენჭისყრის მიმდინარეობისას;  მის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ პერიოდში, როცა ხმების დათვლა მიმდინარეობს, ვიდრე შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე; და არჩევნების დღეს.

პროექტის თანახმად, კენჭისყრის მიმდინარეობისას ფოტოვიდეო გადაღება განიხილება საარჩევნო პროცესის ხელის შეშლად, მათ შორის ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლად. გამონაკლისს წარმოადგენს ის პერიოდი, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები ან პარტიის ლიდერები აძლევენ ხმას, რის შემდეგად გადამღები აპარატები გატანილ უნდა იქნას კენჭისყრის შენობიდან. ასევე გამონაკლისია ის დაშვება, რომ ერთი მედია საშუალების წარმომადგენელს ერთხელ მიეცეს საშუალება აწარმოოს გადაღება არაუმეტეს 5 წუთისა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ საუბნო კომისიის თავმჯდომარე უბანზე მყოფი ამომრჩევლებისგან თანხმობას მიიღებს ამ ნებართვის გასაცემად.

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში, ვიდრე შემაჯამებელი ოქმი შედგება, ფოტოვიდეო გადაღება, პროექტის თანახმად, დაშვებული იქნება იმ პირობებში, რომ ეს გადაღება უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან გადაღების სუბიექტიდან არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით; ასევე დაუშვებელია ისეთი ინფორმაციისა და მასალის გადაღება, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების სამაგიდო ვერსიის.

ამასთან, პროექტის მიხედვით, არჩევნების დღეს იკრძალება საარჩევნო უბანში ინტერვიუების ჩაწერა; ხოლო კომისიის წევრებს ინტერვიუების მიცემა მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით შეეძლებათ; დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ფარული ფოტოვიდეო გადაღება და კენჭისყრის შენობის შესასვლელ–გამოსასვლელებში ფოტოვიდეო გადაღება, ნათქვამია ცესკოს დადგენილების პროექტში.

პროექტში აპელაცია კეთდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე, რომელიც საარჩევნო უბნებზე ვიდეო თვალის აკრძალვას ეხებოდა ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისთვის. ეს რეკომენდაცია საარჩევნო კოდექსში აისახა, რითაც ვიდეო თვალის უბნებზე დამონტაჟების წესი გაუქმდა.  

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, აღნიშნული დადგენილება „მცირე ჩარჩოებს“ აწესებს კენჭისყრის დღეს ფოტოვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უბნებზე ვიდეო–კამერების არსებობამ შესაძლოა მომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა შეზღუდოს და გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა აქტივობაზე მისი შემცირების კუთხით. თუმცა მისი თქმით, ასევე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც ასევე არ უნდა შეიზღუდოს.

არჩევნებზე დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია აქტივისტებმა ცესკოს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, ამ, მათი შეფასებით, „კანონსაწინააღმდეგო“ საკითხის მიღების წინააღმდეგ და  დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნისკენ მოუწოდეს.

მათი განცხადებით, ცესკოს დადგენილების პროექტში მოცემული შეზღუდვები მეტისმეტად გადაჭარბებულია, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და მისი მიღებით, ცესკო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და გასცდება მის მანდატს. ამ გადაწყვეტილების მიღების საწინააღმდეგო ერთ–ერთ მთავარ არგუმენტს ისიც წარმოადგენს, რომ დარღვევების მტიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა იკრძალება. 

ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ცესკო კოლეგიალური ორგანოა და ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ პროექტი რა სახით იქნება მიღებული ან იქნება თუ არა დამტკიცებული საერთოდ.

„არანაირი დამატებითი რეგულაცია ფოტოვიდეო გადაღებაზე საარჩევნო კოდექსში არსებულ ჩანაწერს არ სჭირდება“, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა 24 სექტემბერს, „თუ ცესკო ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ეს იქნება ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი, სერიოზული დარტყმა საარჩევნო პროცესის გამჭირვალობისთვის და გამოიწვევს საზოგადოებრივ პროტესტს".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35