Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკომ საარჩევნო უბნებზე ფოტოვიდეო გადაღების წესები შემოიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'12 / 11:53

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 24 სექტემბერს გვიან ღამით დაამტკიცა დადგენილება, რომელიც საარჩევნო უბნებში ფოტოვიდეო გადაღების ახალი წესებს ადგენს, რაც უფრო ნაკლებ შეზღუდვებს გულისხმობს დადგენილების პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით. 

განხილვების თითქმის ხუთსაათიან დროის მონაკვეთში ცესკოს შენობის ეზოში ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით, რომლებიც ცესკოს ახალი რეგულაციების მიღების წინააღმდეგ მოუწოდებდნენ.

გადაწყვეტილების წინააღმდეგ ცესკოს 13 წევრიდან ორმა მისცა ხმა  – კონსერვატიული პარტიიდან და მრეწველების მიერ დანიშნულმა წევრებმა. დადგენილების მიღებას მხარი 10–მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, ნაციონალურმა მოძრაობამ, ასევე ოპოზიციურმა ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, ევროპელმა დემოკრატებმა და ქრისტიან–დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ. ლეიბორისტული პარტიის წევრი ცესკოში სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

თავდაპირველი პროექტი ჟურნალისტებს და საარჩევნო უბანში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირებს კენჭისყრის მთლიან პროცესში საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეო გადაღებას უკრძალავდა და მხოლოდ 5 წუთს აძლევდა იმისათვის, რომ ფოტოვიდეო გადაღება ეწარმოებინათ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ საუბნო კომისიის თავმჯდომარე უბანზე მყოფი ამომრჩევლებისგან თანხმობას მიიღებდა ამ ნებართვის გასაცემად.

მიღებული დადგენილების თანახმად, ოპერატორებს და ფოტოგრაფებს, ასევე დამკვირვებლებს და პარტიების წარმომადგენლებს არაუმეტეს 10 წუთი შეეძლებათ ერთ საარჩევნო უბანზე აწარმოონ თავისუფალი გადაღება, ხოლო 10 წუთის გასვლის შემდეგ კი ისინი ვალდებული იქნებიან, თუ სურთ, რომ მთელი დღის განმავლობაში სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატიდან აწარმოონ გადაღება, დაიკავონ კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ადგილი, საიდანაც უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი. თუ ამ რეჟიმში მყოფი „პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას“, – ნათქვამია დადგენილებაში.

საარჩევნო უბანზე თავისუფალი ფოტოვიდეო გადაღება დაშვებულია იმ შემთხვევაშიც, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირები ან პარტიის ლიდერები აძლევენ ხმას, რის შემდეგად გადამღები აპარატები გატანილ უნდა იქნას კენჭისყრის შენობიდან. 

ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესში დადგენილი შეზღუდვები არ გავრცელდება მობილური ტელეფონით ფოტო და ვიდეო გადაღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მობილურით გადაღების წარმოება.

დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციისა და მასალის გადაღება, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების სამაგიდო ვერსიის; და ასევე დაუშვებელია „კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეო გადაღება“ – ამ ჩანაწერზე ხარატიშვილმა განმარტა, რომ იგულისხმება კაბინის შიგნიდან გადაღების აკრძალვა და არა გარედან.
 
კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში – ხმების დათვლის და შემაჯამებელი ოქმის შედგენისას – ფოტოვიდეო გადაღება უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან გადაღების სუბიექტიდან არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით.

ამასთან, არჩევნების დღეს იკრძალება საარჩევნო უბანში ინტერვიუების ჩაწერა; ხოლო კომისიის წევრებს ინტერვიუების მიცემა შეეძლებათ ისე, რომ მათი მოვალეობების შესრულება არ შეფერხდეს.

ცესკოს დადგენილების საბოლოო ვარიანტში აღარ აისახა თავდაპირველ ვერსიაში წარმოდგენილი დებულება, რომელიც კრძალავდა კენჭისყრის შენობაში ფარულ ფოტოვიდეო გადაღებას და კენჭისყრის შენობის შესასვლელ–გამოსასვლელებში ფოტოვიდეო გადაღებას.

ცესკოს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა თქმით, საარჩევნო უბანზე მედიისა და დამკვირვებლების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ხელს შეუშლის შესაძლო დარღვევების ფოტო–ვიდეო დოკუმენტირებას. მათი თქმით, დადგენილების მიღება საერთოდ არ იყო საჭირო, ვინაიდან კანონმდებლობა ამ საკითხს მკაფიოდ არეგულირებს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ დადგენილების მიღებით ცესკოს მიზანი იყო განესაზღვრა, თუ რას ნიშნავს „ხელის შეშლა“. ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26