Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა თბილისში მრავალათასიანი აქცია გამართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 20:42


"ქართული ოცნების" კამპანიის დასკვნითი აქცია თბილისში 29 სექტემბერს. ფოტო: "ქართული ოცნების" პრესსამსახური. 

ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე 29 სექტემბერს გამართულ მრავალათასიან აქციაზე განაცხადა, რომ მისი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ემზადება „გარდაუვალი გამარჯვებისთვის“ და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე“.

„ქართულ ოცნების“ ოთხთვიანი კამპანიის ეს დასკვნითი აქცია, რომელშიც, ძირითადად, თბილისის ამომრჩევლები მონაწილეობდნენ, ყველაზე ხალხმრავალი შეკრება იყო, რაც კი ბოლო ათწლეულში გამართულა. პარალელურად კოალიციის აქცია გაიმართა ქუთაისშიც. დღევანდელ აქციებს ერთი დღით უსწრებდა მმართველი პარტიის კამპანიის დასკვნითი აქცია თბილისის ეროვნულ სტადიონზე.

ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლის ბოლოს ერთი ინკოგნიტო ადამიანის მიმართ გამოხატა მადლიერება მას შემდეგ, რაც მადლობები გადაუხადა მხარდამჭერებს და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის.

„და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც შეძლო და საკუთარი ქცევით ნიღაბი ჩამოვხადე ჩემს ოპონენტს და ბოლომდე ვაჩვენე მთელ მსოფლიოს როგორია ჩვენი მოძალადე პრეზიდენტი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თავის გამოსვლაში მან რამდენჯერმე ახსენა ციხის ის სკანდალი, რამაც ხელისუფლებას არჩევნების წინ სერიოზული დარტყმა მიაყენა. „ამ უსასტიკესი და დაუნდობელი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა, ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ იმიტომ, რომ არ ეგონათ კადრები საჯარო რომ გახდებოდა და ყველა ნახავდა იმ არაადამიანურობასა და სადიზმს, რომელიც  მათ მიერვე იყო დანერგილი და წახალისებული“, – განაცხადა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში.

„დამთავრდა, ამ რეჟიმს აღარ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას, ეს განაჩენი ხალხმა უკვე გამოიტანა და 1 ოქტომბერს ამას გავაფორმებთ  და მივცემთ კანონიერ ძალას“, – განაცხადა მან  29 სექტემბერს.

„სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს“, – განაგრძო მან,  „ყველა დარწმუნდა ამაში. აღარც დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია. წარმოუდგენელია დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს მხარი; დაუჭიროს მხარი მათ, ვის წინააღმდეგაც სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს თავდაჭერილი და ღირსეული პროტესტით“.

მისი თქმით, საზოგადოება „საშინლად გაბრაზებულია“ ხელისუფლებაზე, მაგრამ „მე არ მინდა გაბრაზებულმა საზოგადოებამ გამოიტანოს გადაწყვეტილება, არ მინდა თქვენი არჩევანით ანგარიში გაუსწოროთ ვინმეს. თქვენ არჩევანი გონების კარნახით უნდა გააკეთოთ, რადგან ვიღაცის ჯინაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს“.

„ამიტომ მე გთავაზობთ კარგად გააანალიზოთ ჩვენ რას გთავაზობთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც შეიძლება ენდოთ... რომელიც ხელში აიღებს ხელისუფლებას და რეალურად ჩადგება ხალხის სამსახურში“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ არჩევნებით უნდა დავამარცხოთ სისტემა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე. ჩვენ, ალბათ, კიდევ შევესწრებით ამათ უბადრუკ და უსუსურ გაბრძოლებას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით“, – განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა: „ვაფრთხილებ ყველას არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა. არავინ გაბედოს! არაფერი შეგეშალოთ! აღარ გამოგივათ შეთითხნილი ტყუილებით ხალხის  დათრგუნვა“.

მას მხედველობაში ჰქონდა „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ ქართული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები

„ამ ბოლო დღეებში ჩვენ ხელისუფლების იმდენი უბადრუკი მცდელობის მოწმენი გავხდით, თავის დანაშაულსა და სისასტიკეს ისეთი უღირსობა და  ისეთი უსუსური ფარული ჩანაწერები დაუპირისპირეს, რომ ყველასათვის ნათელი გახდა: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა“, – განაცხადა მან.

ივანიშვილის ასევე გამოეხმაურა მის წინააღმდეგ ხელისუფლების ერთ–ერთ მთავარ გზავნილს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში კვლავ კრიმინალებისა და "კანონიერი ქურდების" დრო დაბრუნდება.

„ამ სისულელის არ სჯერა თავად ხელისუფლებასაც“, – განაცხადა ივანიშვილმა და განაგრძო: „ეს დრო საქართველოში აღარასოდეს აღარ დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ "კანონიერი ქურდი" ქურდად მომჯდარმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს… როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა, როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით უფრო საშიშია და დამანგრეველია ქვეყნისათვის“.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა ცალკ–ცალკე მიმართა „ყველას, ვისგანაც სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულში თანამონაწილეობას მოითხოვს“: ქართველ ბიზნესმენებს, მასწავლებლებს, საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, რომ გაემიჯნონ „ძალადობასა და უკანონობას“ და დადგნენ „სიმართლის“ მხარეს, რადგან, მისი თქმით, „ამ რეჟიმის საათები უკვე დათვლილია“.   

„ხომ ნახეთ, როგორც კი დასჭირდათ სასწრაფოდ შეახოცეს ხელი შემსრულებლებს. არც თქვენ დაგინდობენ“, – განაცხადა მან სავარაუდოდ მხედველობაში ჰყავდა რა  სასჯელაღსრულების სისტემის ის 19 თანამშრომელი რომლებიც ციხის სკანდალის შემდეგ პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააპატიმრეს, „მე მჯერა, რომ თქვენ იდგებით ხალხის სამსახურში... ამას აუცილებლად დაგიფასებთ“.

მან რამოდენიმეჯერ გააკეთა აქცენტი აქციის მონაწილეთა სიმრავლეზე და განაცხადა:  „რას არ ეცადა ეს ხელისუფლება, მაგრამ ხალხი ვერ დაიმორჩილა, ვერ ჩაკლა ამ ხალხში ვერც თავისუფლების და ვერც სამართლიანობის განცდა. დღეს ეს ყველასთვის ნათელია. ხომ ხედავთ რამდენი ვართ ხალხო? მსგავსი არ მომხდარა საქართველოში არასდროს“.

„ჩვენმა ხალხმა ძალიან ხმამაღლა უთხრა მთელ სამყაროს, რომ დიახ, იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. აბა შეხედეთ, სად გინახავთ მსგავსი ხალხნო, ნახეთ რამდენი ვართ. მარტო სააკაშვილს და მის ხელისუფლებას არ უნდა ამის გაგონება, არ უნდა დაიჯეროს ეს, რადგან კარგავს შეურაცხყოფილი, დაჩაგრული და პატივაყრილი ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე მოპოვებულ განუზომელ ძალაუფლებას, კარგავს ჩვენი ღირსების ხარჯზე განცხრომაში ცხოვრების შესაძლებლობას“. 

მან ასევე გაიხსენა თბილისში თავისუფლების მოედანზე კოალიციის კამპანიის გამხსნელი პირველი ხალხმრავალი აქცია, სადაც დაპირდა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის „საქართველო ერთ მუშტად“ იქნებოდა შეკრული.

„როგორც თქვენთვის მოცემული ეს სიტყვა შევასრულე, ზუსტად ასე შეგისრულებთ ყველა დაპირებას“, – მიმართა ივანიშვილმა მხარდამჭერებს და იქვე აღნიშნა, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება არა მხოლოდ კოალიციის, არამედ „ჩვენი ხალხის გამარჯვებას ნიშნავს“.

მან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა.

„იცოდეთ, რომ არჩევნებზე  არმისვლა საკუთარ მომავალზე უარის თქმის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24