Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის დისკუსიების 21–ე რაუნდი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ოქტ.'12 / 19:55

2008 აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის დისკუსიების 21–ე რაუნდი 11 ოქტომბერს გაიმართა.

ჟენევის მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდი საქართველოში ხელისუფლების გადაცემის პროცესის პარალელურად გაიმართა, რასაც წინ უძღოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.  

ეს პროცესი ასევე აისახა ქართული დელეგაციის შემადგენლობაზე ჟენევის მოლაპარაკებებზე; დელეგაციაში „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი შევიდა – პაატა ზაქარეიშვილი, მომავალი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და არჩეული დეპუტატი გიორგი ვოლსკი, რომელიც 2004–2007 წლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ ის სრულად უჭერს მხარს ჟენევის მოლაპარაკებებს, რომლის თანათავმჯდომარეებიც გაერო, ევროკავშირი და ეუთო არიან და მოლაპარაკებების მონაწილეებთან „კონსტრუქციული“ მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა ჟენევის დისკუსიებზე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ქართულ დელეგაციაში მომავალი მთავრობის წარმომადგენლების ყოფნა „ჩვენი მხრიდან პროცესის გაგრძელების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ საქართველოს ერთგულების დემონსტრირებაა“. 

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ გაეროდან ანტი ტურუნენმა განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოს მომავალმა მთავრობამ საკმაოდ პოზიციური სიგნალები გააკეთა ჟენევის პროცესის ერთგულებასთან დაკავშირებით.     
„მომავალი ახალი ხელმძღვანელობის პირველი განცხადებების საფუძველზე გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს ჟენევის პროცესისადმი მათ შემდგომ ერთგულებასთან დაკავშირებით; ამრიგად, ეს გარკვეულ ოპტიმიზმს გვაძლევს და შესაძლოა გარკვეულ შესაძლებლობებს ქმნის მთავარ საკითხებზე ჩვენი დისკუსიების გაგრძელების კუთხით“, – განაცხადა ტურუნენმა.  

რაც შეეხება მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შინაარსს, სერგი კაპანაძე მიესალმა მუშაობის დაწყებას დოკუმენტზე, „რომელიც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას ეხება.“ 

მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მონაწილეებმა ძალის გამოუყენებლობის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების საკითხი განიხილეს, „მათ შორის მონაწილეთა კონკრეტული წინადადებები და ასევე თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადების პროექტი.“

საქართველომ  2010 წლის ბოლოს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა დადო და მას შემდეგ თბილისი, ისევე როგორც ევროკავშირი, მოუწოდებს რუსეთს ანალოგიური ნაბიჯი გადადგას.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ უსასრულო განხილვების მრავალი რაუნდის შემდეგ დღეს დავიწყეთ მუშაობა დოკუმენტზე... რომელიც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას ეხება. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რომელიც დაასრულებს დებატებს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე“, – განაცხადა კაპანაძემ, „ახლა პროცესი უნდა დაიწყოს; მუშაობა დოკუმენტზე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ამით ... ძალის გამოუყენებლობის შესახებ მოლაპარაკებების ეს ნაწილი დასრულდება“.

თუმცა, 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია ამ საკითხზე და განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე აღინიშნა, რომ სოხუმსა და თბილისს და ასევე ცხინვალსა და თბილისს შორის ორმხრივი იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერას „კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“. საქართველოს ხელისუფლება ცხინვალთან და სოხუმთან ამგვარი შეთანხებების ხელმოწერის კატეგორიული წინააღმდეგია.       

საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხზე არანაირი პროგრესი არ იქნა მიღწეული. ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება. ჟენევის მოლაპარაკებები ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ თემებს განიხილავს. 

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 12 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
99