Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა, მზადაა გამოძიების კითხვებს უპასუხოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ნოე.'12 / 19:30

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც ქვეყანა სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ დატოვა, საქართველოში დაბრუნდა და განაცხადა, რომ მზადაა საგამოძიებო ორგანოებს ყველა იმ, მისი თქმით, „აბსურდულ“ ბრალდებასთან დაკავშირებით გასცეს პასუხი, რომელიც მის წინააღმდეგ არსებობს.

„სწორედ ეს არის ჩემი ამოცანა, რომ ვუპასუხო ყველა იმ კითხვებს, რომლებიც არსებობდა დაწყებული ამ კორუფციით და დამთავრებული უკანონო ფორმირებებით და მთელი რიგი სხვა ბრალდებები, რომელიც ციხეებს, რა ვიცი კიდევ რასაც არ უნდა ეხებოდეს“, – განუცხადა მან „რუსთავი 2“–ს 5 ნოემბერს.

ამ ინტერვიუმდე ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს მისი წერილობითი მიმართვა, სადაც ის აღნიშნავს, რომ არ გაქცევია მართლმსაჯულებას და ქვეყანა დატოვა „დროებით“, ვინაიდან არ სურდა ვინმეს ეფიქრა, რომ „რამენაირად ხელს შევუშლიდი 1-ელი ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს“.

ახალაია ციხის სკანდალით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, 20 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. სავარაუდოდ, მან არჩევნების შემდეგ დატოვა საქართველო, თუმცა უცნობია რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა მთელი ეს პერიოდი. ივლისამდე ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო 2009 წლის აგვისტომდე სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა.

ამ ბოლო ორ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მის საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას ახალაია თავის წერილობით მიმართვაში და მადლობას უხდის პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ „მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეული რეფორმირების პროცესში“.

"მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას", – ხაზს უსვამს ის თავის მიმართვაში.  

მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პარლამენტში დაგეგმილი საგამოძიებო კომისია, პროკურატურა თუ ნემისმიერი სხვა რამ, გასცეს პასუხი „სულელური“ ბრალდებების "კასკადს".

„საუბრობდნენ, ლაპარაკობდნენ, ახლა უნდა დაადასტურონ“, – განაცხადა ახალაიამ, „მე მქონდა პოზიცია, რომელიც რაღაც სახის თმენის ვალდებულებას მაკისრებდა და ახლა მოვიდნენ და ეს ყველაფერი [დაადასტურონ]... არსადაც არ გავრბივარ, სადაც დამიძახებენ იქ მივალ და გავცემ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს“.

„ახლა იქნება დრო, როცა სინამდვილეში ჩვენ ვნახავთ რა ხდებოდა და რასთან გვქონდა საქმე“, – განუცხადა მან „რუსთავი 2“–ს.

ახალაიამ ასევე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა მთავრობის სტრუქტურებს კოალიცია „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, „ახლა უკვე მე მაქვს მთელი რიგი კითხვები მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც არსებობდა იმასთან დაკავშირებით“.

„მგონია, რომ ახლა უკვე დროა მათ რაღაცეებზე თვითონ უპასუხონ“, – დასძინა მან, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რა კითხვები აქვს დღევანდელი მთავრობის მიმართ.

„რუსთავი 2“–ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდებოდა შს მინისტრობიდან მისი გადადგომა ყოფილ პრემიერ–მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან "დაპირისპირებას", ახალაიამ უპასუხა: „რაღაც სერიოზულ კითხვებს თუ მკითხავთ, კარგია“.

მისი თქმით, გადადგა იმიტომ, რომ არსებობდა „საზოგადოებრივი მოთხოვნა“ და არჩევნებამდე დარჩენილ ძალიან მოკლე პერიოდში „ნებისმიერი სხვა ქმედება იქნებოდა უბრალოდ არასწორი და არამართებული“.

„ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა, რომ არჩევნებამდე რამენაირად დუღილის ტემპერატურა იყო ძალიან აწეული და უბრალოდ ზედმეტი ფაქტორები არ უნდა ყოფილი იმისათვის, რომ რამეს ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ იყო ძალიან ბევრი მსურველი იმისათვის, რომ რეალურად ეს არჩევნები ასე ნორმალურად არ ჩატარებულიყო“, – განაცხადა ახალაიამ.

მან ასევე უარყო რაიმე კავშირი თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილ 113 მლნ ლარის დეფიციტთან. „მორიგი სიცრუეა. არავის ფული არსად არ მოუპარია“, – განაცხადა ახალაიამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38