Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ნოე.'12 / 11:50

5 ნოემბერს პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა ახალი საპარლამენტო ფრაქცია სახელწოდებით „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“, რომელიც არც უმცირესობაში და არც უმრავლესობაში არ არის გაერთიანებული.

პარლამენტში რიგით მეშვიდე ახალი ფრაქციის თავმჯდომარე არის გოგი ლიპარტელიანი, ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი.

მისი ჩათვლით ფრაქციაში სულ ექვსი წევრია გაერთიანებული, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით მოხვდნენ, საპარლამენტო უმცირესობის გარეთ არჩიეს ყოფნა.

ფრაქციის წევრები არიან: გოდერძი ბუკია, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი; კახა ოქრიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული ქსელის პსპ–ს თანადამფუძნებელი; ენზელ მკოიანი, ნინოწმინდას მაჟორიტარი დეპუტატი; სერგო ხაბულიანი, ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი; და გიორგი გოზალიშვილი ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც თანაფრაქციელებისაგან განსხვავებით თავდაპირველად საპარლამენტო უმცირესობაში გაწევრიანდა, თუმცა ერთი კვირის თავზე დატოვა ეს გაერთიანება.

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში 65 დეპუტატი გაიყვანა, თუმცა უმცირესობაში ამჟამად 59 პარლამენტის წევრი რჩება.

საქართველოს წარსული საპარლამენტო გამოცდილება აჩვენებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც წესი, მმართველ პარტიასთან თანამშრომლობისკენ იხრებიან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24